"არემჯი" ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
საზოგადოება - 16:45, 06 May, 2015     1417
კომპანია „არემჯი“ ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად ყაჩაღიანის უბანზე უძველესი ნასახლარების და სამარხების ნგრევის პროცესი მიმდინარეობს.

როგორც "RMG ჯგუფის" იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ ფარესაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და მორიგი პროვოკაცია.

„ამჟამად ადგილზე მიმდინარეობს არქეოლოგიურ-კვლევითი სამუშაოები, მაგრამ არა ყაჩაღიანის ბორცვზე, არამედ სრულიად სხვა ტერიტორიაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონი პირდაპირ ავალდებულებს კომპანიას და რასაც ე.წ. ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტთან არავითარი კავშირი არა აქვს.

ეს ფაქტი ასევე დაადასტურეს „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ წევრებმა, კერძოდ ი. მამალაძემ და ნ. ბურჭულაძემ, რომლებიც დღეს კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე. ისინი თავად გაეცნენ ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს და დარწმუნდნენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და არქეოლოგიურ-კვლევითი სამუშაოები კანონიერად მიმდინარეობს.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ არქეოლოგიური სამუშაოები კანონისა და წესების სრული დაცვით, მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ ხორციელდება და ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მკაცრი მონიტორინგის ქვეშ მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კომპანია კვლევის საბოლოო ანგარიშს წარუდგენს შესაბამის უწყებებს.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული არქეოლოგიური კვლევების გაპროტესტება, საკითხში ჩახედული ნებისმიერი სპეციალისტისთვის გაუგებარი და მიუღებელია. ჩვენთვის კი მართლაც დაუჯერებელია, რომ ზემოთხსენებული განცხადების ავტორი ვერ არჩევდეს ერთმანეთისგან არქეოლოგიურ კვლევით სამუშაოებს ნგრევისაგან. მსგავსი დილეტანტებისა და არაპროფესიონალებისგან ამგვარი განცხადებები არასერიოზულია.

ზემოაღნიშნული შეგნებული დეზინფორმაცია, შეიძლება მხოლოდ იმ მოტივით აიხსნას, რომ განცხადების ავტორს სურს ზეწოლა მოახდინოს სასამართლოზე და შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება იმის მტკიცებით, რომ თითქოს ჯერ კიდევ შესაძლებელია უკვე დიდი ხნის აღებული ობიექტის გადარჩენა და ამისთვის აუცილებელია სასამართლოს ძალით კომპანიის საქმიანობის შეჩერება. ასეთი ხრიკის გამოყენება ვფიქრობთ, რომ ნამდვილად არ ჯდება ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებში და საჭიროებს პროფესიული კუთხით შეფასებას“, - აცხადებს "RMG ჯგუფის" იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ფარესაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42