გასულ თვეში ინსპექტირებულია 19 სასაკლაო (გადამოწმდა 16), ხორცისა და ხორცპროდუქტების - 18, რძისა და რძის პროდუქტების - 19 (გადამოწმდა 4), თევზისა და თევზის პროდუქტების - 5, ნახევარფაბრიკატების - 33 (გადამოწმდა 5), მზა კერძების (გადამოწმდა 1), საკონდიტრო (გადამოწმდა 3), საკონსერვო - 1, პურისა და პურფუნთუშეულის - 2 (გადამოწმდა 7), თხილის (გადამოწმდა 3), უალკოჰოლო სასმელების (გადამოწმდა 4) წარმოებები; საზოგადოებრივი კვების 34 ობიექტი (რესტორანი, სასადილო, კაფე) - (გადამოწმდა 30), 8 საშაურმე (გადამოწმდა 3), 285 საბავშვო ბაგა-ბაღის კვების ბლოკი (გადამოწმდა 52), გადამოწმდა 3 სკოლის ბუფეტი, 3 საწყობი მაცივარი, 2 აგრარული ბაზარი (გადამოწმდა 3); 6 სადისტრიბუციო სასაწყობე მეურნეობა (გადამოწმდა 1), ხორცის სარეალიზაციო 202 ობიექტი (გადამოწმდა 16), 5 მარკეტი (გადამოწმდა 3), გადამოწმდა 8 საცხობი.
ლაბორატორიულმა კვლევით, სხვადასხვა დასახელების ხორცპროდუქტებში გამოვლინდა პათოგენური მიკრორგანიზმი - სალმონელა.
აპრილში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად დაჯარიმდა 47 ბიზნესოპერატორი, მათ შორის 26-ს კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
ჯარიმის თანხამ შეადგინა 36 000 ლარი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტად რჩება მაღალი რისკის შემცველი საწარმოები, რომელთა ჩამონათვალს წელს დაემატა ბავშვთა სახლებისა და სამკურნალო დაწესებულებების სამზარეულოები, კოლეჯებისა და უმაღლესი სასწავლებლების ბუფეტები; მცენარეული წარმოშობის სასურსათო პროდუქტების პირველადი წარმოებები (ღია გრუნტი და სათბურები) და მათი შესანახი საწყობები.
მასალის გამოყენების პირობები






