გურია ფოლკლორის გარეშე... - ვის ხარჯზე იჭერენ ქამრებს?!
საზოგადოება - 16:20, 06 May, 2015     1816
,,იუბილის გადახდას ველოდებოდი, მეგონა ყოველშემთხვევაში, პატივისცემით მომოწევდა სახლში წასვლა, მარა გაგდებით მომილოცეს”- ანსამბლ ,,იადონის” უხუცესმა წევრმა ,,გურიის მოამბესთან” თავისი გულისტკივილი, დღეს კულტურის ცენტრის დირექტორის მიერ მათთვის გაცნობილი გადაწყვეტილების შემდეგ დააფიქსირა, როცა ორი უძველესი ანსამბლი ,,ელესა” და ,,იადონი” დაფინანსების გარეშე დატოვეს.

,,გურია, ფოლკლორის ცენტრია, გურული კრიმანჭულის გარეშე ეს მხარე ვის წარმოუდგენია? გიორგი სალუქვაძის მიერ შექმნილი ანსამბლია ,,იადონი", 1968 წლის მერე მოვდივართ და ახლა გვეუბნებიან დაფინანსება შეგიწყდათო. წინასაარჩევნოდ, ბეგი სიორიძე გვპირდებოდა, კულტურის სფერო უნდა ავაღორძინოთ ადგილზე და ხელფასების გაორმაგებაზე იყო საუბარი, ყურადღებასა და პატივისცემაზე, ახლა? უბოდიშოდ გამოგვისტუმრეს. 50 ათასი დაიზოგა ბიუჯეტშიო, უხუცესების ხარჯზე შემოიჭირეს ქამრები. 90-იან წლებში ფეხით დავდიოდით ქალაქში, რომ ანსამბლი შეგვენარჩუნებინა, 40 წელიწადი უხელფასოდ ვიარეთ”?-გვეუბნება 87 წლის მოსე სვანიძე.

ანსამბლის რამდენიმე წევრი, რედაქციაში სტუმრობისას ხაზს მთავარს, მიღებული გადაწყვეტილებით მათთვის შელახულ ღირსებას უსვამდნენ : ,,არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ის მიზერული 128 ლარი, რასაც ხელზე ვიღებდით, ვეღარ ავიღებთ, ჩვენ ღირსება გვაქვს შელახული. არც ასაკს სცეს პატივი, ის ანსამბლები რომლებიც დატოვეს, ახალშექმნილია და 4 სიმღერის მეტი არაფერი არ იციან, რა კრიტერიუმით შეარჩიეს ვინ უნდა დარჩენილიყო და ვინ არა? ანსამბლის ხელმძღვანელი რეანიმაციაში წევს, გულის ოპერაცია გაიკეთა, არც აცალეს კაცს ჩამოსულიყო, ამის ადამიანობაც არ დაურჩათ. კობა ბანძელაძესთან არაფერი არ გვაქვს პრეტენზია, მას არც არაფერი შეეძლო გაეკეთებინა. ბეგისთან შესვლას და დალაპარაკებას კი აზრი არ ჰქონდა, ეს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და ჩვენ რომ პატივი არ გვცა იმაშიც გამოიხატა, რომ არც იკადრა დალაპარაკება და მოსვლა ჩვენთან. რა არის იცით? მისი ახლობლები და მეგობრები არ ვიყავით ამ ანსამბლში და ამიტომ დავრჩით გარეთ. კობამ გვითხრა, იანვრამდე იარეთ უხელფასოდ და მერე გამოჩნდება რამეო, ამის ღირსები ვიყავით ჩვენ, რომ ასე უპატივცემულოდ მოგვქცეოდნენ” ?–გვიხსნის ანსამბლის წევრი ქალბატონი, ნონა ხავთასი.

ვახტანგ გობრონიძე, ანწამბლის ახალგაზრდა წევრი: 'ყველაზე მეტად გვაინტერესებს, რა კრიტერიუმით შერაჩიეს ის ორი ანსამბლი, რომელიც დატოვეს. ჩაატარონ კონკურსი და მოუსმინონ ყველა ანსამბლს, თავადვე ნახავენ ვინ მღერის ფოლკლორს, კრიმანჭულს, რომელ ანსამბლს აქვს ყველაზე დიდი წვლილი შეტანილი აქ კულტურის განვითარებაში. რა თაობები გაუზრდია ,,იადონს", ეს ძალიან კარგად იციან, მაგრამ...

აღსანიშნავი ალბათ ისიც არის, რომ გასულ წელს, ქალაქის მერმა ოზურგეთი ფოლკლორის ქალაქად გამოაცხადა და მასშტაბური ღონისძიებაც მიუძღვნა მის როგორც მაშინ შეფასდა, განსაკუთრებული დათვირთვისა და მნიშვნელობის ინიციატივას.

რამდენიმე წუთში აღნიშნულ თემაზე მოგაწვდით მეორე მხარის კომენტარს და ვრცლად ანსამბლის წევრთა შეფასებებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42