ლიბერთი ბანკსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოება - 15:42, 06 May, 2015     1114
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ლიბერთი ბანკს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, სახელმწიფო სერვისები ხელმისაწვდომი გახდება ყველა იმ სოფელში, სადაც ლიბერთი ბანკი მომხმარებლებს „ლიბერთი ექსპრესის“ მობილური ფილიალებით ემსახურება. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, შიო ხეცურიანმა და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი არველაძემ.

საქართველოს მასშტაბით, ლიბერთი ექსპრესის 70-მდე მობილური ფილიალი ყოველთვიურად 1100-ზე მეტ სოფელში 155,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. უახლოეს მომავალში, მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა ექნება საბანკო მომსახურების გარდა, სოფლიდან გაუსვლელად, ლიბერთი ექსპრესის მობილურ ფილიალებშივე მიიღოს ყველაზე მოთხოვნადი სახელმწიფო სერვისები, რაც მოიცავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების საააგენტოს, ეროვნული არქივისა და შპს მექანიზატორის სერვისებს.

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მუდმივად ზრუნავს სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს სახელმწიფო სერვისების გამოყენება, დამატებითი დაბრკოლებების გარეშე. ლიბერთი ბანკთან ერთად განხორციელებული პროექტიც სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია - სოფლის მოსახლეობას უკვე შესაძლებლობა მიეცემა სოფლიდან გაუსვლელად მიიღოს მისთვის საჭირო მომსახურება,“ - განაცხადა სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, შიო ხეცურიანმა

„ლიბერთი ბანკი საქართველოს მასშტაბით 1.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს 630-ზე მეტი ფილიალისა და წარმომადგენლობის საშუალებით ემსახურება. მათ შორის, ლიბერთი ექსპრესის 70-მდე მობილური ფილიალი 1100-ზე მეტ სოფელში ყოველთვიურად 155,000 -ზე მეტ მომხმარებელს სთავაზობს საბანკო მომსახურებას. ჩვენი მიზანია მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება შევთავაზოთ. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ერთად განვახორციელოთ ეს მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის შედეგადაც მომხმარებელი სახელმწიფო სერვისებს ჩვენი არხების მეშვეობით მიიღებს და შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდასაც ადგილზე შეძლებს“ - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი არველაძემ.

პროექტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის ინიციატივით ხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42