"ქართველები ცოტა უცნაური ადამიანები ვართ"- პატრიარქი
საზოგადოება - 14:07, 06 May, 2015     2706
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში წირვა ჩაატარა. პატრიარქმა წირვის დასრულების შემდეგ წმინდა გიორგის ღვაწლზე და მის მიმართ ქართველი ქრისტიანების განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

ილია მეორის თქმით ქართველი ადამიანი ცოტა უცნაურია, რადგან მხოლოდ ქართველს აქვს ნათქვამი „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს“, პატრიარქის შეფასებით ამ სიტყვებში ქართული სული და გონება ჩანს.

„ქართველი ადამიანები ცოტა უცნაურები ვართ. დავით აღმაშენებელი, ეს დიდებული მეფე, ამბობს, - გულზე დამადგით ფეხი ყოველმანო. ასეთი რამ არც ერთ მეფეს კი არა, რიგით ადამიანს არ უთქვამს. მეორე მეფე ვახტანგ გორგასალი ამბობს: ეძიებდე ქრისტესთვის სიკვდილსო. ესეც არ უთქვამთ. ამბობენ: წამებას გაუძელითო, მაგრამ შენ რომ ეძიებდე სიკვდილს ქრისტესთვისო, არა. არაჩვეულებრივი გამოთქმაა. ამაში ჩანს ქართული სული, ქართული გონება და ქართული სულიერება“- აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქის თქმით, როდესაც ადამიანს გონია, რომ ღმერთმა მარტო დატოვა სწორედ მაშინ არის ღმერთი მასთან ყველაზე ახლოს. ამასთან დაკავშირებით ილია მეორემ წმინდა გიორგის წამების მაგალითი გაიხსენა, როდესაც იგი იმპერატორ დიოკლეტიანეს ბრძანებით აწამეს. სისხლისგან დაცლილმა გიორგიმ ღმერთს შესთხოვა შემწეობა და პასუხად მიიღო: - ნუ გეშინია გიორგი, მე შენთან ვარ.

„ეს სიტყვები გვესმის მთელი ცხოვრება ჩვენ. როცა ვფიქრობთ, რომ ღმერთმა დაგვტოვა და აღარ გვეხმარება, მაშინ ყველაზე ახლოს არის ჩვენთან“, - განუცხადა ილია მეორემ ეკლესიაში შეკრებილ მრევლს.

„წმინდა გიორგი საქართველოს სიმბოლო და მფარველია. მუდამ იცავდა, იცავს და მომავალშიც დაიცავს საქართველოს. ეს დღე არის უდიდესი დღესასწაული. ჩვენს წინაშეა ორი პიროვნება, წმინდა გიორგი და მისი მწამებელი იმპერატორი დიოკლეტიანე. დიოკლეტიანე გიორგის თავის მემკვიდრედ თვლიდა, მაგრამ ის სიყვარული სიძულვილში გადაუვიდა, როდესაც გიორგიმ ქრისტე იწამა. დიოკლეტიანეს სწამდა, რომ სახელმწიფოს მხოლოდ წარმართები გადაარჩენდნენ“, - განაცხადა პატრიარქმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42