ლარის კურსის ვარდნის შესასწავლად დროებითი საგამოძიები კომისიის შექმნა განიხილება
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:22, 06 May, 2015     1610
დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ლარის კურსთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე იმსჯელებენ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - თამაზ მეჭიაურის განცხადებით, საჭიროა რეაგირება და ლარის გაუფასურების გამომწვევი მიზეზების შესწავლა.

„ეროვნული ბანკი არ რეაგირებს, ისევე, როგორც რეაგირებდა 2012 წლამდე ლარის კურსის უმნიშვნელო ვარდნაზეც კი არ არის გამორიცხული დავაყენოთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, ჩვენ არ ვსწავლობთ პიროვნებების საკითხს, ჩენ უნდა შევისწავლოთ პრობლემა და წყარო საიდანაც ეს მოდის - იქნება ეს ქადაგიძე, თუ ხადური. ყველას მიმართ თანაბარი მიდგომა იქნება" - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ მდივანი ზურაბ ტყემალაძე ეროვნულ ბანკს ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ ბანკი ბოლომდე არ იყენებს შესაძლებლობებს.

"მე მგონია ეროვნული ბანკი ბოლომდე არ იყენებს თავის შესაძლებლობებს, ნამდვილად არსებობს კითხვები და საინტერესოა პასუხები: რა ხდება? რა უნდა გაკეთებულიყო, რა შეეძოთ ან არ შეეძოთ და ა.შ. ყოველივე ეს განიხილება ერთ კონტექსტში და კომიტეტი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას" - განაცხადა ზურაბ ტყემალაძე

პარლამენტის ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი - დავით ონოფრიშვილის განმარტებით, კომისიის შექმნა მინისტრთა დამტკიცებამდე უნდა მოხდეს.

"კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, დღეს გაიმართება საფინანსო-საბიუჯეტო სხდომა. განიხილება სხვადასხვა საკითხი და სავარაუდოდ ამ თემაზეც იქნება მსჯელობა. თუ მთავრობა მტკიცდება და ამ მინისტრებთან აქვს კითხვები, თან უმრავლესობას, მაშინ უმჯობესია გაერკვნენ ჯერ დასამტკიცებლები არიან თუ არ არიან. თუ დამტკიცდებიან და მერე შეიქმნება ეს საგამოძიებო კომისია, ცოტა გაუგებრობასთან გვაქვს საქმე" - აცხადებს ონოფრიშვილი.

რაც შეეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას, აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტიაში მიიჩნევენ, რომ გამოსაძიებელია თუ რატომ კარგავს ხალხი პურის ფულს ყოველდღიურად და ისინი ეკონომიკურ გუნდს წასვლისკენ მოუწოდებენ. გიორგი ვაშაძის თქმით, აუცილებელია იმის გამოძიება თუ რა ხდება.

"გამოვიძიოთ ვისი ბრალია ეს ყველაფერი, რომ ხალხი ყოველდღიურად კარგავს ლუკმა პურს, შარშან მარტო ტურიზმიდან 300-400 მილიონი დავკარგეთ, წელსაც ასევე ძალიან ბევრს ვკარგავთ, ლარის კურსი უფასურდება და სწორედ ვფიქრობ რომ აუცილებელია გამოვიძოთ რა ხდება, რაც შეეხება ეკონომიკურ გუნდს, პარლამენტში კიარ უნდა მოვიდნენ, უნდა წავიდნენ, თავი უნდა დაგვანებონ" - აცხადებს გიორგი ვაშაძე.



რუსუდან ქიმერიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42