თბილისის მერიასა და KFW-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
საზოგადოება - 19:35, 05 May, 2015     1573
თბილისის მერიასა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (KFW) შორის „Morgenstadt City Lab Tbilisi“ პროექტის ფარგლებში ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულება KFW-ს მიერ 200 000 ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

ხელშეკრულებას ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ურბანული და რეგიონული განვითარების განყოფილების უფროსმა არნე გუსმა მოაწერეს.

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, შეთანხმება მომავალზე ორიენტირებული ქალაქის კონცეფციის მომზადებას ითვალისწინებს. თბილისის მერის თქმით, ხელშეკრულების ფარგლებში, გერმანული კვლევითი ორგანიზაციის დახმარებით, ქალაქის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი მომზადდება.

„ეს არის „Smart City“-ის კონცეფცია, რომელიც ბევრ ქალაქში მუშაობს და თანამედროვე ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული. ეს მოიცავს ქალაქის კომუნალური ინფრასტრუქტურის მართვას, როგორიც არის გარე განათების ენერგოდამზოგავი სისტემა, ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნები, ელექტრონული პარკირების სისტემა და ბევრი ისეთი რამ, რაც ქალაქის ეფექტურ მართვას უკავშირდება. ამ თვალსაზრისით გერმანული კვლევითი ორგანიზაცია დაგვეხმარება და მათთან პარტნიორობით მოვამზადებთ ქალაქის განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტს, რომლის რეალიზაციასაც დავიწყებთ ეტაპობრივად. გერმანიის განვითარების ბანკმა ამისათვის 200 ათასი ევრო გამოგვიყო, ხოლო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 40 ათასი ევროა. ჯამში 240 ათასი ევროს კვლევითი პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ხელშეკრულება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-8 საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაფორმდა. ფორუმი სახელწოდებით “ინტეგრირებული და მოქალაქეებზე ორიენტირებული ურბანული განვითარება“ სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ დღეს გაიხსნა. ფორუმის მიზანია იმ პრობლემების განხილვა, რომლებიც მწვავედ დგას სწრაფად მზარდი ქალაქების წინაშე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42