აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველაზე დიდ სარეკლამო კომოანიებთან: Windfors Georgia-სთან, JWT Metro-სთან და ABK Advertising-თან გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სინქრონიზაციის უფლების დაცვის კუთხით თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ასევე ხელი მოეწერება 4 სალიცენზიო შეთანხმებას, რომელიც პრეცედენტულ ხასიათს ატარებს.
აღნიშნული 2015 წლის 26 აპრილს, ინტელექტუალური საკუთრების უფლების საერთაშორისო დაცვის დღესადმი მიძღვნილი დაწყებული დიდი კამპანიის ნაწილია, რომელიც ემსახურება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას, კონკრეტულად კი, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვას საქართველოში.
შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმდჯომარე - გიგა კობალაძე და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები