თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-8 საერთაშორისო ფორუმი გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:39, 05 May, 2015     1268
"ინტეგრირებული და მოქალაქეებზე ორიენტირებული ურბანული განვითარება" - ამ თემაზე დღეს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-8 საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა. ფორუმის მიზანია იმ პრობლემების განხილვა, რომლებიც მწვავედ დგას სწრაფად მზარდი ქალაქების წინაშე.

ფორუმში ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, გერმანიის ელჩმა ორთვინ ჰენინგმა, GIZ-ის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მარტინ ჰომოლამ და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა პატრიკ ფოშერმა.

„მნიშვნელოვანია წლევანდელი ფორუმის თემატიკა, რომელიც ურბანულ განვითარებას ეხება. ჩვენ ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, რაზეც დღეს ვისაუბრებთ და უცხოურ გამოცდილებას მოვისმენთ. დაწყებულია აქტიური მუშაობა დედაქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისი თქმით, ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ თბილისი იქცეს რეგიონში პირველ «მომავლის ქალაქად», რომელშიც «სმარტ-სითის» კონცეფცია ორგანულად იქნება შეთავსებული უნიკალური კულტურის შენარჩუნებისა და მრავალგანზომილებიანი ურბანული განვითარების ამოცანებთან.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, თბილისმა გერმანიაში კონკურსში გაიმარჯვა, რომლის საფუძველზეც მომზადდება ე.წ. მომავლის ქალაქის, ანუ „სმარტ სითის“ სტრატეგია, რაშიც გერმანელი პარტნიორები დაგვეხმარებიან. „დღეს სიმბოლურად გერმანულ და ქართულ მხარეს შორის ხელი მოეწერება შეთანხმებას. დედაქალაქის ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია თანადაფინანსებაც იმისთვის, რომ გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის პროექტის ფარგლებში მოვამზადოთ ქალაქის მომავალი განვითარების სტრატეგია“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ფორუმზე მიღებული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს ეფექტური მმართველობის გაძლიერებას და ურბანული განვითარების ისეთი მიზნობრივი პროექტების განსაზღვრას, რომლებიც სწრაფ ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს, ახალ სამუშაო ადგილებსა და შემოსავლის წყაროებს შექმნის.

ფორუმის დასასრულს თბილისის მერიასა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის „Morgenstadt City Lab Tbilisi“ პროექტის ფარგლებში ხელშეკრულება გაფორმდება.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი თბილისში 2007 წლიდან, ყოველწლიურად იმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42