„მე კომპანია სითი პარკს უკვე წარვუდგინე ის ჩვენი ძირითადი მოთხოვნები, რაც გვაქვს, კერძოდ, შემოსავლების განაწილების თანაბრობასთან დაკავშირებით, რომ თანაბრობა აღდგეს და ქალაქის ბიუჯეტმა მეტი შემოსავალი მიიღოს, ასევე, წარვუდგინეთ ის, რომ ავტომანქანების გატაცება და საჯარიმო სადგომზე გადაყვანა უნდა შეიცვალოს ადგილზე დაჯარიმებით. ასევე, გავაცანი ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეტაპობრივად ტროტუარები უნდა დაუბრუნდეს ქვეითად მოსიარულეებს და შეიზღუდოს ტროტუარებზე პარკირება, ისევე როგორც საუბარი გვქონდა იმაზე, რომ ჩვენ უკვე ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობასთან დაკავშირებით და აქ აუცილებლად მოვიზიდავთ დამატებით ინვესტიციებს, რათა გაჩნდეს ალტერნატიული პარკირების ადგილები დედაქალაქში“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
დავით ნარმანიას განმარტებით, აუცილებელია ტროტუარებზე ავტომობილების გაჩერების აკრძალვა, რათა სავალი ნაწილი ფეხით მოსიარულეებისთვის გათავისუფლებული იყოს. მან ასევე მერიის ინტერესიც გააჟღერა მრავალსართულიანი პარკინგების აშენებასა და შესაბამისი ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშრებით.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






