გახდება თუ არა კატა ჯიქია პრეზიდენტი - რა ინტრიგებს უმზადებს კონკურენტი ცოტნე ცოტაშვილს
კულტურა - 19:40, 05 May, 2015     23216
„შეიძლება, სწორედ ის პერსონაჟი შეგიყვარდეს, რომელზეც საერთოდ არ გიფიქრია და ბევრად მეტი სიამოვნება მიიღო, ვიდრე საოცნებო როლისგან“ - ამბობს ცნობილი მსახიობი ეკა ჩხეიძე, რომელიც ახალი სეზონიდან „ჩემი ცოლის დაქალებში“ აღმოჩნდა და საკმაოდ საშიში და დამაინტრიგებელი პერსონაჟის სახე შექმნა.

სერიალის იდუმალი კატა ჯიქია, მაყურებელმა მალევე შეიყვარა. ქუჩასა და სუპერმარკეტებში მოკრძალებით ესალმებიან, კატათი მიმართავენ და მის მიმართ დიდ პატივისცემასაც გამოხატავენ. როგორც „ნიუპოსტმა“ ეკა ჩხეიძისგან შეიტყო ამგვარი დამოკიდებულება გარკვეულ უხერხულობასაც კი უქმნის.


ეკა ჩხეიძე: ახლა დაიწყო ამ პერსონაჟმა არსებობა, ამდენად ვცდილობ, რომ მოვირგო, შევიყვარო და გავითავისო. საერთოდ, ჩემი ნამუშევრით კმაყოფილი არ ვარ ხოლმე, ამიტომ ძალიან ფრთხილად ვუდგები ნებისმიერ როლს. მითიუმეტეს ეკრანზე, როდესაც ასე შიშვლად ჩანს ყველაფერი. არ ვიცი როგორ ვანსახიერებ, ეს მაყურებელმა უნდა განსაზღვროს. პერსონაჟი სცენარეში თავისთავად საინტერესოდ შემოდის და ნელ-ნელა ვითარდება საკმაოდ უცნაურად და არაორდინალურად. თუმცა, როგორც მაყურებელს წარმოაუდგენია, ისე არ არის შემდგომში, რაღაც სიურპრიზებით არის სავსე...


-ალბათ თქვენც შემატეთ რამე ამ პერსონაჟს თქვენეული?

-კი რა თმქა უნდა, ვცდილობ მოვირგო და კონკრეტულად არავინ არ ვითმაშო, იმიტომ რომ ეს არ მიმაჩნია სწორად. ყველა თავისებურად აღიქვამს და თავისი გემოვნებით ვიღაცას აგონებს. მე ვცდილობ ისე გავითავისო რომ გახდეს ჩემგან გამომდინარე და არა ვიღაცის განსახიერება ზოგადად.

-რა საერთო გაქვთ ამ პერსონაჟთან?

-არვიცი რის მიხედვით ამიყვანეს და დამიმტკიცეს, ჩემი კანდიდატურა, ალბათ რაღაცით ჰგავს და იმიტომაც დამიძახეს. არვიცი რა გითხრათ, შეიძლება ამ ცივი გარეგნობის გამო. მე გაცილებით თბილი და ემოციური ვარ, მაგრამ ცივი ვჩანვარ ხოლმე ერთი შეხედვით და ვინც არ მიცნობს, ყველა მეუბნება - შენ ისეთი ცივი და უკარება მეგონეო... ამდენად, შეიძლება სწორედ ეს მკაცრი გაერეგნობა იყო ერთ-ერთი მთავარი. მერე როგორ განვითარდება ვნახოთ.

-მანამდე თუ უყურებდით „ჩემი ცოლის დაქალებს“?

-შიგადაშიგ რომ გითხრათ რომ ძალიან ჩართული ვიყავი, არაა... ჩემი თავის ყურებაც არ მიყვარს. იმ სერიასაც რომელშიც ვარ ცალი თვალით ვუყურებ ხოლმე, ისიც მაშინ როცა რამეს მეუბნებიან და რაღაც უნდა შევცვალო. ძალიან კრიტიკული ვარ ამ მხრივ. მირჩევნია ეს რეჟისორს მივანდო, რომელიც მეტყვის რა უნდა და როგორ ურჩევნია. ძალიან მიჭირს საკუთარი თავის ყურება. ძალიან პრეტენზიული რამეა, როცა ასე მასიურად, ეკრანზეა, ცოტა მშიშარა ვარ ამ მხრივ.

- ქართველ პოლიტიკოს ქალებს თუ მისცემდით რაიმე რჩევას?

-არავითარ შემთთხვევაში, მე ვინ მეკითხება? არანაირად არა ვარ პოლიუტიკურად ერუდირებული და არ არის ეს ჩემი საქმე. რაც არ ვიცი და რაშიც ვერ ვერკვევი როგორ ვაკადრებ ვინმეს რჩევას?

-როგორ ფიქრობთ, სერიალში რამდენად გაქვთ გამარჯვების შანსი?

-იმდენად თვითდაჯერებულია ეს ქალი, რომ... ვინ იმარჯვებს არც მე არ ვიცი სიმართლე რომ გითხრათ. მაგრამ მანდ მე მგონი გამარჯვებაზე მეტად, გამარჯვებნისკენ მიმავალ გზას ვინ როგორ ირჩევს და ვინ რაზეა წამსვლელი ესაა მთავარი.

- ცხოვრებაში რამდენად თავდაჯერებული ხართ?

-არა მაქვს თავდაჯერებულობა. არადა ძალიან საჭირო თვისებაა, რაც მე ხშირად მაკლია.
ძალიან კრიტიკული ვარ სცენაზეც, ცხოვრებაშიც... თვითკმაყოფილება არ მახასიათებს. ეს სხვაშიც მაღიზიანებს. თვითდაჯერებული როდესაც ხარ უფრო აკეთებ ყველაფერს, მაგრამ თვითკმაყოფილებაში არ უნდა გადაგივიდეს თვითდაჯერებულობა. როც გჯერა რომ რაღაც გამოგივა და იმ მიზნისთვის იბრძვი, ეს იმას არ ნიშნავს რომ საკუთარი თავით იყო კმყოფილი, ეს მგონი დამღუპველია.

-სანამ სერიალში გამოჩნდებოდით საკმაოდ ცნობილი მსახიობი იყავით თქვენი თეატრალური როლებით, მაგრამ პოპულარობა ამ სერიალმა უფრო მოგიტანათ ალბათ

-თეატრის მსახიობი ვარ მე, ფილმი მაინც სხვა რამეა. თეატრსა და კინოში ან წახვალ ან არა. სერიალი, რომელიც შენთან მოდის სახლში, რა თქმა უნდა, პოპულარობა ამას უფრო მოაქვს. 20 წელია სცენაზე ვდგავარ და როლიდან როლს ვთამაშობ, მაგრამ მეოთხედმა შეიძლება არ იცოდეს, რაც ამ სერიალიდან გაიგო. გუშინ უკვე მარკეტში კატას მეძახდნენ,.. ჯერ მხოლოდ 2 თუ 3 სერილში გამოჩნდა და ქალბატონო კატა რა გნებავთო. პოპულარობა ამას უფრო მოაქვს და ცნობადი ხდები.

-შენზე როგორ იმოქმედა ამან?

-რომ გითხრათ ამას ვნატრობდი და ეს არის ჩემი მიზანი-მეთქი, მოგატყუებთ . ჩემი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა ის, რომ ვიღაცა მცნობდეს. მე ვცდილობ, რომ ხალხის სიყვარული მოვიპოვო. ცოტა სხვა მიზანი მაქვს ცხოვრებაში....

კი, სასიამოვნო მომენტი არის, მაგრამ ხანდახან არ გინდა რომ ვიღაცამ გიცნოს, მოგაქციოს ყურადღება, ამიტომ გარკვეულ უხერხულობას ქმნის. არ იცი, როგორ მოიქცე, რა გააკეთო...

-კატა ჯიქიასგან ინტრიგები და ხლართები ბევრი გველოდება მაყურებელს?

-რა თქმა უნდა, სცენარისტები ამაზე მუშაობენ და სერიალიც ამიტომ არსებობს. მეშვიდე სეზონია უკვე, საინტერესო რაღაცები ხდება, არც მოსაბეზრებელი არ არის და პირიქით სულ ახალია და ცოცხალი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42