უთხარი მსოფლიოს რატომ არის საქართველო განსაკუთრებული - EBRD ფოტოკონკურსს აცხადებს
საზოგადოება - 10:56, 05 May, 2015     1792

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მიმდინარე წლის 14-15 მაისს თბილისში დაგეგმილ ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმთან დაკავშირებით, სპეციალურ ფოტოკონკურსს აცხადებს.

EBRD კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ ფოტომოყვარულებს და პროფესიონალებს სთავაზობს საკუთარი ფოტოების საშუალებით მთელ მსოფლიოს გაუზიარონ თავიანთი ხედვა და წარმოდგენა საქართველოს შესახებ.

იმისათვის, რომ მსოფლიო ბიზნესსაზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების წარმომდგენლებს, უპასუხოთ კონკურსის კითხვაზე - რატომ არის საქართველო განსაკუთრებული და რატომა არის ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემო? შეგიძლიათ, ფოტოკამერით, ტელეფონით გადაღებული ფოტო მიმდინარე წლის 13 მაისამდე განათავსოთ სოციალურ მედიაში და გააკეთოთ ე.წ. თაგი (tag) EBRD-ის Instagram-ზე (@ebrd_official), Facebook-ზე ან Twitter-ზე (@EBRD), გამოიყენეთ ჰეშტაგი ‪#‎Georgia15.

EBRD საუკეთესო ფოტოებს გამოაქვეყნებს ინტერნეტ სივრცეში და ასევე განათავსებს მათ თბილისში ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მიმდინარეობისას. საუკეთესო ფოტოების ავტორებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მიიწვევს სპეციალურ ღონისძიებაზე.

„საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანაა, სადაც EBRD მუშაობს. მას აქვს უნიკალური კულტურა, პეიზაჟები და არქიტექტურა, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს ტურისტებს. წელს, მისი მომხიბლავი დედაქალაქი - თბილისი, EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს მასპინძლობს. ამ კონკურსის საშუალებით, გვინდა ყველას მივცეთ საშუალება, გაიგონ მეტი საქართველოს შესახებ“, - ნათქვამია EBRD-ის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც კონკურსთან დაკავშირებით გაკეთდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42