_მთელ მსოფლიოში განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. საქართველოს მოსახლეობა და თითოეული მშობელი საკმაოდ დიდ ინვესტირებას დებს შვილების განათლებაში და ეს სწორიცაა, რადგან 21-ე საუკუნეში სწორედ განათლებას მოაქვს წარმატება და შესაბამისად, განათლებული თაობა ქმნის ქვეყნის წარმატებულ მომავალს. თუმცა არის საკითხები, რომლის შესახებაც ბუნებრივია მშობელსაც და ბავშვსაც ინფორმაცია არ აქვს.
ბოლო 5 წელია მთელ მსოფლიოში არის სერიოზული დუღილი, რომელიც ეხება კლასიკური განათლების კონფლიქტს არაკლასიკურ განათლებასთან, ხშირ შემთხვევაში ამას უწოდებენ არაფორმალურ განათლებას. არსებობს კალისკური განათლება, რომელსაც ახორციელებენ უნივერსიტეტები, ეს არის ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და შემდეგ დოქტორანტურა. მაგრამ ბოლო პერიოდში, როცა ინოვაციები წამოვიდა პირველ პლანზე და როც კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ ძალიან ბევრია დამოკიდებული პერსონალზე, რომელიც ახორციელებეს ამა თუ იმ კომპანიის საქმიანობას, ამ ფონზე კომპანიების, უწყებებისა და დიდი კორპორაციების მხრიდან წარმოიშვა პრეტენზიები განათლების მიმართ. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება თსუ თუ ოქსფორდი.
_რაში მდგომარეობს ეს პრეტენზიები?
_პრეტენზიები მდგომარეობს იმაში, რომ სტუდენტი, რომელიც გამოდის უნივერსიტეტიდან, არ აქვს მნიშენლობა ის მაგისტრია, ბაკალავრი თუ დოქტორი, ეს ადამიანი მზად არ არის ჩაერთოს ეგრევე კომპანიის საქმიანობაში და იყოს წარმატებული თანამშრომელი. მუდმივად ისმის ეს პრეტენზიები. მათ შორის ეს იყო ჩემი მინისტრობის დროსაც. როცა მსხვილ ბიზნესმენებს ვესაუბრებოდი, ისინი ამბობდნენ, რომ ადამიანი ამთავრებს უნივერსიტეტს, მაგრამ მას აკლია განათლება.
_აქ საუბარია განათლების ნაკლებობაზე თუ კონკრეტულად პროფესიონალიზმის არქონაზე?
_ეს არის მთავარი სწორედ, რომ ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა აძლევს კლასიკურ განათლებას, ანუ ის ასწავლის თეორიას პირველ რიგში და შენში ავითარებს უნარჩვევებს, რომელიც მნიშნელოვანია ამ პროფესიისთვის, მაგრამ როცა ახალგაზრდა მიდის ბიზნესკომპანიაში, მას აკლია პრაქტიკა. საქართველოში ერთ-ერთი სისუსტე ჩვენი უნივერსიტეტების არის ის, რომ ძირითადად ასწავლიან თეორეტიკოსები და ძალიან ცოტაა პრაქტიკოსები. მე ჩემი მინისტრობის დროს, მაგალითად, გავაუქმე ნორმა, რომლითაც აუცილებელი იყო ხარისხი, რათა ყოფილიყავით დეკანი. ამ მთავრობა დააბრუნა ეს ნორმა და ისევ პრობლემები შეიქმნა. წარმატებულ პროფესიონალებს არ აქვთ დრო, რომ დაიცვან დისერტაცია, ისინი მუშაობენ და შესაბამისად ორიენტირებული არიან ანაზღაურებაზე. ძალიან გაახალგაზრდავდა მაღლაკვალიფიციური კადრები. როცა მათ ეზღუდებათ უნივესრიტეტში მოსვლა და კონკერტულ პოზიციაზე მუშაობა, მათ მაგივრად არიან ძალიან პატივცემული მეცნიერები, პროფესორები, რომლების ორიენტირებული არიან თეორიაზე, მაგრამ ნაკლებად აქვთ პრაქტიკული გამოცდილება. იგივე პრობლემა დგას ამერიკაში. მაგალითად მოგიყვანთ - როცა ეს პრობლემა დადგა, ნახეთ რა გააკეთა ეფლიმ და ვინდოსუმა - ამხელა კორპორაციებმა. ეფლიმ შექმნა თავისი კოლეჯი, ასწავლის იქ და ეუბნება ბავშვებს, რომ რად გინდათ კლასიკური განათლება, მოდით აქ და ისწავლეთ ორი წელი.
_მაგრამ რამდენად სწორი და კარგია თუნდაც ეს მიდგომა?
_ამასაც გეტყვით, რატომ არის ცუდი და რაშია პრობლემა. თუ ბავშვი წავა და მხოლოდ იქ ისწავლის, გამოიწვევს იმას, რომ სამომავლოდ იქნები ეფლის მონა. სამომავლოდ პროფესიას ვერ შეიცვლი, სამსახურს ვერ შეიცვლი, გასწავლის მხოლოდ იმას, რაც მას სურს, შეხვალ საწარმო ციკლში, მაგრამ სამომავლოდ ხდები ამ კონკრეტული კომპანიის მონა. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, სამედიცინოზე სწავლის შემდეგ, იმისათის, რომ ექიმად მუშაობის უფლება მოიპოვოთ, აუცილებელი გაიაროთ ინტერნატურა. აქ გასაგებია, რომ საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას და როგორი ძლიერი სტუდენტიც არ უნდა იყოს, მას პირდაპირ საოპერაციოსთან არავინ მიუშევბს თუ არ გაიარა პრაქტიკა და ამისთვის არსებობს ინტერნატურა. ზუსტად იგივე პრაქტიკაზეა საუბარი სხვა დანარჩენ დარგებშიც. ამიტომ ჩვენ კონცენტრაცია გავაკეთეთ კურსებზე, აღებულია აშშ-ს მოდელი. ამერიკაში არის ასეთი ორგანიზაციები, რომლებიც სთავზობენ მსენელებს მოკლევადიან ერთთვიან კურსებს და პრაქტიკას, რომელიც უნივერსიტეტში არ ისწავლება.
_ფიქრობთ, რომ ერთი თვე საკმარისია პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად?
_აბსოლუტურად საკმარისია იმისათვის, რომ კონრეტული პრაქტიკული უნარჩვევები ბავშვმა მიიღოს. მაგალითად, ჩემი მოდული არის აგებული ამერიკის რესპუბლიკური პარტიი საარჩევნო სკოლის მოდულებზე. ეს არის იდენტური. ვერცერთ უნივერსიტეტში ვერ ისწავლით როგორ უნდა გატეხო კადრი, როცა ინეტრვიუს დროს შეიძლება თქვა ისეთი რამ, რაც არ უნდა გეთქვა. არავინ არ გასწავლით საქართველოში რა არის მომხიბვლელობის წერტილი ინტერვიუს დროს, ასევე არავინ არ გასწავლით უფასო მედიის ისეთი საკითხებს როგორიცაა, მაგალითად, საჯარო გამსოვლის დროს ფარული პიარის ტექნოლოგიები დებატების დროს. თეორიაში გასწავლიან რა არის სოფიზმი, მაგრამ როგორ ხდება სოფიზმის თეორიის გამოყენება პრაქტიკაში, ამას არავინ გასწავლით. ყველამ ვიცით, რომ სკორატე ცნობილი მოდებატე იყო, მაგრამ არავინ გასწავლით სოკრატეს დებატების მეთოდოლოგიას.
მაგალითად ჩვენთან არის ერთ-ერთი ლექტორი გიორგი ხიზანიშვილი, რომელიც იყო სამხარაულის ექსპერტიზის ცენტრის შემქმნელი და რომელმაც დეტალებში იცის, მაგალითად როგორ უნდა მოხდეს დნმ-ის კვლევა, რას მოგვცემს და ა.შ. იგივე სოციოლოგებს ასწავლიან რა არის კველვა, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, როგორ უნდა წაიკითხო კვლევის შედეგები. ეს იგივეა როგორც ექოსკოპიის დასკვნა, თუ არ ხარ პროფესიონალი, უყურებ მხოლოდ სურათს და არ იცის დიაგნოზის დასმა, მხოლოდ ზოგად სურათს მიიღებ. მაგალითად ერთ-ერთი მიმართულება არის პიარი. ბოლო პერიოდში პიარის მიმართ ჩამოყალიბდა ნეგატიური განწყობა, რეალურად ეს არის საზოგადოებასთან ურთიერთობა, რომელიც არ არის ცალმხრივი გზა. შენ უნდა იცოდე, როგორ მიიღო ინფორმაცია ადამიანისგან, ეს უნდა ისწავლო, ეს არის ძალიან მნიშვენლოვანი.
_კონკრეტულად რომელი სფეროს მიმართულებით იმუშავებს ამერიკული აკადემია?
_პოლიტიკური მიმართულება, პიარი. არის ასევე ცალკე მიმართულება, რომელიც ძალიან მნიშველოვანია მათთვის, ვისაც აინეტერსებთ იურისპუდენცია, ეს არის ექსპერტიზის მუშაობა, ეს ეხება არამხოლოდ იურისტებს, მათ შორის ეხება ბიზნესს. ბოლო პერიოდში ექსპერტიზაში იმხელა ნაბიჯები გადაიდგა, რომ თუ სწორად დაგეგმავ როგორ გამოიყენო, შეგიძლია ძალიან დიდი ფული დაზოგო, მათ შორის ეს ეხება მშენებლობას წარმოებას და ა.შ. ცალკე არის პრაკტიკული ჟურნალისტიკის მიამრთულება, სადაც პრაქტიკოსი გიორგი თარგამაძე კითხულობს ლექციებს. ცალკე არის ადგილობრივი თვითმმართველობის და ადგილობრივი კანონმდებლობის მიმართულება, რომელიც ძალიან მნიშვენლოვანია იმისათვის, რომ ადამიანს ჰქონდეს უნარი და შესაძლებლობა როგორ განავითაროს თავისი საქმიანობა. ასევე არის ენერგეტიკის თემა, არჩევნების და საარჩევნო სისტემის. მაგალითად ენერგეტიკაში როგორ მუშაობს მარეგულირებელი, როგორ იქმნება ბიზნესი და როგორ ხდება ლეგალური ფულის კეთება ენერგეტიკაში. ეს შეიძლება მრავალი წელი გასწავლონ და ვერ ისწავლო, მაგრამ აქ პრაქტიკოსები გეუბნებიან, როგორ უნდა შეძლო.
_ამერიკულ აკადემიას თუ ექნება შესაბამისი სერტიფიკატი, რომელსაც კურსდამთავრებული მიიეღებს?
_ეს არის ამერიკული ორგანიზაცია, დარეგისტრირებული ამერიკაში, რომელსაც აქვს საქარველოში წარმომადგენლობა და ის გასცემს ამერიკულ სერტიფიკატს. გარდა ამერიკული ქაღალდისა, მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანი იღებს პრაქტიკულ ცოდნას. ჩვენ ვუყვებით არა იმას, რაც წიგნში წერია, არამედ იმას, როგორ ხდება ეს რეალობაში. სწავლა მუდმივად არის საჭირო იმისათვის, რომ აიმაღლო კვალიფიკაცია. პირადად მე, ამერიკაში გავდიოდი ეკონომიკის კურსებს და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორებისგან ვისმენდი ლექციებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ასაკის ხარ ადამიანი - სწავლა მუდმივად განახლებადია, ქვეყანა მუდმივად ვითარდება და თუ ოდნავ მაინც შეაჩერე სწავლის პროცესი, სერიოზული პრობლემები გექმნება.
_რაც შეეხება კურსის საფასურს?
_გადასახადი არის 500 ლარი. ამჟამინდელი ბაზრის შესაბამისად, ჩვენ ვესაუბრეთ ამერიკელებს და ვუთხარით, რომ ეს არ უნდა იყოს იმ რაოდენობის, რაც არის აშშ-ში. ბუნერივია, არ იქნებოდა ხელმისაწვდომი. 500 ლარის არის ის რელაობა, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ასახავს.
მასალის გამოყენების პირობები






