ექსკლუზივი: ტრაგედია, რამაც მთელი ოჯახი იმსხვერპლა - რა მოხდა სოფელ ორულში
საზოგადოება - 20:44, 04 May, 2015     15412
რა მოხდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ორულში და რა ისტორია უძღვოდა წინ მამაკაცის დაჭრას, რომელმაც ერთი ავარიის შედეგად ოჯახური ტრაგედია დაატრიალა. 2 თვეში დაკარგული და, დისშვილი დედა და მამა...

გავრცელებული ინფორმაციით დღეს მომხდარი დაჭრის მიზეზი შურისძიება გახდა. თუმცა ,,ნიუპოსტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ეს არც შურისძიება ყოფილა და არც გამიზნული ქმედება, არამედ ორიოდ თვის წინ დატრიალებული ტრაგედია, რამაც მთელი ოჯახი შეიწირა.

უბედური შემთხვევა ჯოლოხავების ოჯახში დატრიალდა. დაახლოებით 2 თვის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ავტომანქანა 48 წლის ქალბატონს დაეჯახა. ავარიის შედეგად ქალბატონი ამ დრომდე კომაში იმყოფებოდა, რომელსაც მისი 22 წლის ვაჟიშვილი უვლიდა. ქალბატონის დედა მისი შვილის ავარიაში მოხვედრიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო დედის მკურნალობისთვის უსახსრობის გამო, ნერვიულობის ნიადაგზე ახალგაზრდა ბიჭმა თავი მოიკლა. ფინანსების არქონის გამო, შვილის თვითმკვლელობის შემდეგ ქალბატონი ექიმებმა აპარატიდან გამორთეს და ის, დღეს დილით გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას კი შედეგად მოჰყვა ის, რომ დღესვე, მამამ შვილის და შვილიშვილის უბედურებას ვერ გაუძლო და დაიღუპა.

გარდაცვლილი ქალბატონის ძმები, რომლებიც ოჯახური ტრაგედიით უმძიმეს ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ავტომანქანის მძღოლს, რომელმაც მათი და იმსხვერპლა, უყურადღებოდ დატოვების გამო უსაყვედურეს, რაც მთელი ოჯახის ტრაგედიით დასრულდა.

ჯოლოხავების საყვედურს დაპირისპირება მოჰყვა რა დროსაც, ქალბატონის ერთ-ერთ ძმას თავში ვაზა ჩაარტყეს, ხოლო მეორე ძმამ თავდაცვის მიზნით დანა მოიქნია, რომელიც ავტომანქანის მძღოლს და თავის დროზე დამნაშავეს მოხვდა. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მამაკაცმა მსუბუქი ჭრილობა მიიღო, ოპერაცია ჩუატარდა და მისი მდგომარეობა ამდ როისთვის სტაბილურია. როგორ ,,ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი, ერთ-ერთი ძმა ჯოლოხავა არსად გაქცეულა და მომხდარის შემდეგ პოლიციაში თავად მივიდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42