გამოფენის გახსნას ფართო საზოგადოება დაესწრო. საფრანგეთიდან საგანგებოდ მოწვეულმა სიმებიანმა კვარტეტმა “არპეჯიონემ” ფრანც შუბერტის, გია ყანჩელის და დიმიტრი შოსტაკოვიჩის ნაწარმოებები შეასრულა. ამით წინანდლის ისტორიული კომპლექსში საგაზაფხულო სეზონის გაიხსნა.
ალ.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო კულტურული ღონისძიება გაუმართავს წინანდალში. მათ შორის იყო სალვადორ დალის, პიტ მონდრიანის, ელენე ახვლედიანის, სერგო ქობულაძის, შურა ბანძელაძის, დავით კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენები.
აქ ჩამოსულ სტუმარს მუზეუმი თავის მუდმივმოქმედ ექსპოზიციასთან ერთად მაისის განმავლობაში ფიროსმანის მირზაანის კოლექციით უმასპინძლებს 31 მაისის ჩათვლით. გამოფენა კომპანია „სილქნეტისა“ და სილქ როუდ ჯგუფის პატრონატით მიმდინარეობს.
წინანდლის ისტორიული კომპლექსი აერთიანებს სახლ-მუზეუმს, ულამაზეს ბაღს და ენოთეკას. მუზეუმში მოქმედებს სპეციალური შეთავაზებები ღვინის ტურით.

მასალის გამოყენების პირობები






