დავით ნარმანიამ კრაკოვში ადგილობრივი ხელისუფლებების ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილეობა
საზოგადოება - 16:09, 04 May, 2015     974
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კრაკოვში ადგილობრივი ხელისუფლებების ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის - ბრონისლავ კომოროვსკის პატრონაჟით ხორციელდება.

კონგრესში მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონგრესის მიზანია, ევროპის თვითმმართველობებმა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილებები, ინოვაციები და სიახლეები, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას უწყობს ხელს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის როლზე თვითმმართველობათა განვითარების პროცესში და პერსპექტივებზე, რომელსაც ევროპის კავშირი ადგილობრივ თვითმმართველობებს ფინანსური და ინსტიტუციური განვითარების მხრივ ანიჭებს.

კონგრესზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვრცლად ისაუბრა ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ თბილისისთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და იმ რეფორმებზე, რომელიც დედაქალაქის მომავალი განვითარებისთვის იგეგმება.

თბილისის მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თბილისის ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურ ქალაქად გარდაქმნაზე. მისი თქმით, ენერგოეფექტურობა და ეკოლოგია თბილისის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. "მდგრადი საქალაქო ენერგეტიკის" თაობაზე ევროპულ ქალაქთა მერების კოვენანტის შესაბამისად, აქტიურად ვმუშაობთ, რათა შეთანხმების მონაწილე სხვა ქალაქების მსგავსად, 2020 წლისთვის 20%-ით შევამციროთ ქალაქში სათბური აირის გაფრქვევა. კოვენანტის ფარგლებში ამჟამად ხორციელდება ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა. ვგეგმავთ ასევე ავტოტრანსპორტის პარკის განახლებას ეკოლოგიური მუნიციპალური ტრანსპორტით", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, პირველი რიგის ამოცანებია კეთილმოწყობილი გზები, გამართული კომუნიკაციები, ხარისხიანი ურგენტული სამედიცინო დახმარება, მავნე გარემოს ზემოქმედების შემცირება, სისუფთავე და წესრიგი. მისივე თქმით, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე.

თავის გამოსვლაში დავით ნარმანიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროექტზე "თბილისი - მომავლის ქალაქი". "თბილისი საერთაშორისო პროექტ "Morgenstadt City Challange"-ში ჩაერთვება. "მომავლის ქალაქი" - ასე ეწოდება პროექტს, რომელსაც გერმანულ მხარესთან ერთად განახორციელებს. პროექტის ფარგლებში თბილისის ახალი ურბანული განვითარების პროექტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც თბილისი პირველი "მომავლის ქალაქი" იქნება რეგიონში", - განაცხადა თბილისის მერმა.

ადგილობრივი ხელისუფლებების ევროპულ კონგრესს ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრები - დავით უთმელიძე, სოსო მანჯავიძე და შალვა ოგბაიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42