გიორგი კვირიკაშვილი ინოვაციური ლაბორატორიის პრეზენტაციას დაესწრო
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:09, 04 May, 2015     1352
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU)ინოვაციური მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორია „ჯეოლაბი“ გაიხსნა, რომლის პრეზენტაციას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე, „ჯეოსელის“ გენერალური დირექტორი პაველ სმალინსკი, ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი, ასევე მოწვეული სტუმრები, სტუდენტები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჯეოლაბი“ კომპანია „ჯეოსელის“, „ლივინგსტონის“, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი პროექტია, რომელიც სააგენტოს საგრანტო კონკურსის საფუძველზე შეიქმნა. ეს არის სამუშაო სივრცე, სადაც სტუდენტები შეძლებენ შექმნან ბიზნესზე ორიენტირებული სერვისები, პროდუქტები და პროტოტიპები, მოახდინონ საკუთარი კრეატიული იდეებისა და ტექნიკური უნარ–ჩვევების რეალიზება.

„ინოვაციური აპლიკაციების ლაბორატორია არის პირველი ლაბორატორია საქართველოში, რომელიც სპეციალური პლატფორმა და სივრცეა ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, რათა მათი გამოგონებების კომერციალიზაცია მოხდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ყველა ნიჭიერ ახალგაზრდას საშუალებას მისცემს, 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროს მოვიდნენ ამ სპეციალურ ადგილას, სადაც ყველაფერია მოწყობილი იმისათვის, რომ მათ საკუთარი ნიჭისა და პროექტების რეალიზაცია შეძლონ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ სივრცეში შეიქმნება არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი START UP კომპანია, ეს იქნება სივრცე, როგორიც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში Silicon Valley“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მინისტრის თქმით, ძალიან ბევრი კომპანია შეიქმნება ამ სივრცეში და მათი განვითარება თავის თავში დიდ პოტენციალს ატარებს. „ამ ლაბორატორიის განვითარებისთვის ეკონომიკის სამინისტრო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით ასი ათას ლარს გამოყოფს, ჩვენ ვულოცავთ ყველა მონაწილეს და დიდ მადლობას ვუხდით ყველა მხარეს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ პროექტში“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ინოვაციური მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორია „ჯეოლაბის“ განუყოფელი ნაწილია ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ITI), რომელიც სასწავლო ცენტრს წარმოადგენს. ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტში ნებისმიერ მსურველს შეუძლია სამი თვის განმავლობაში დაეუფლოს ცოდნას, რომელიც მას მომავალში საშუალებას მისცემს, თავად შექმნას პროგრამული პროდუქტი, შეიმუშავოს ვებ-გვერდის ან მობილური აპლიკაციის დიზაინი, დააპროექტოს და მართოს პროგრამულ სფეროსთან დაკავშირებული პროექტები. მსურველებს სწავლა შეეძლებათ ხუთი სხვადასხვა მიმართულებით, ესენია: 3D დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, პროგრამირება, ელექტრონული პლატფორმები და პროგრამული პროექტების მართვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42