საბურთალოს გამგებელი და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრში ჩამონგრეული ქვეითთა სასიარულო ხიდის სანახავად იმყოფებოდნენ. როგორც მერიის წარმომადგენლები განმარტავენ, გამორიცხულია ხიდის გაუმართაობის შესაძლებლობა, მომხდარის მიზეზი სატვირთო ავტომობილის დაჯახება და კონსტრუქციის დაზიანებაა.
მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის თქმით, ინტენსიურად მოწმდება ქალაქში არსებული ყველა საფეხმავლო ხიდი.
საბურთალოს გამგებელი ბექა მიქაუტაძე კი განმარტავს, რომ აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყო, ზარალს კი ის კომპანია აანაზღაურებს, რომლის ავტომობილის შეჯახებამაც გამოიწვია ხიდის ჩამონგრევა.
ამ დროისთვის, ხიდთან მაშველები და სამართალდამცავები იმყოფებიან, მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება და ხიდის აღდგენა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით აღმაშენებლის ხეივანზე ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი ხიდი ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის მოძრაობა ორივე მიმართულებით აღდგენილია.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






