ტრანსპორტი, თამბაქო, ჯანდაცვა, სურსათი - გაძვირებული ფასები საქსტატით მონაცემებით
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:44, 04 May, 2015     3871

2015 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,3 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა 1,8 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,20 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1,7 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2,1 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 1,0 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფზე (1,7 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0,3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-2,7 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-2,6 პროცენტი). ამასთან ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (5,2 პროცენტი).

2015 წლის აპრილში 2014 წლის აპრილთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2,5 პროცენტი შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 2,7 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,84 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მატება ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (29,2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6,8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (6,1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5,5 პროცენტი). ამასთან ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-6,2 პროცენტი) და რძე, ყველი და კვერცხზე (-3,0 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 6,4 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,65 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (8,9 პროცენტი), ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა (5,6 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (4,6 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 11,0 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (11,6 პროცენტი), ასევე თამბაქოს ნაწარმზე (10,3 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 5,1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0,60 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია ფასების კლება პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-9,6 პროცენტი).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42