ამ სერიის უკანსაკნელი ინციდენტი მოხდა სტამბულში, როდესაც როვშანი და ტახი რამოდენიმე ადამიანთან ერთად იმ სასტუმროში შევარდა, სადაც ,,დედოვსკი“ კლანის სამეგრელოს წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ. თუმცა ადგილზე მათ მხოლოდ პაატა ,,მალენკი“ დახვდათ, რომელიც ხელშეუხელბელი პიროვნებაა, თანაც მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება ჩაითვალოს ,,დედოვსკი“ კლანის მომხრედ და ასევე როლანდ გეგეჭკორი, რომელსაც თავს დაატყდა დაუპატიჟებელი სტუმრების მთელი რისხვა. მათ ჯავრი როლანდზე იყარეს, ხოლო ამის შემდეგ მომხდურები მალევე გაუჩინარდნენ. ამ ინციდენტის შემდეგ როლანდის დაცვას შეეცადა 34 პირი, რომლებმაც ტახის და როვშანს ,,კანონიერი ქურდისთვის“ საკმაოდ დამამცირებელი სტატუსი მიანიჭეს.
როლანდ გეგეჭკორი და მერაბ მზარელუა, რომლებიც ასე ვთქვათ, მეთაურობენ ,,დედოვსკი“ კლანის მეგრელებს, და ვისგანაც ძირითადად მოდიოდა ყველა საეჭვო დირექტივა სხვავგვარად ,,მოაზროვნეების“ წინააღმდეგ, კულუარულად შეხვდნენ შაქრო კალაშოვს არსებული სიტუაციის განსახილველად. ,,ნომერ პირველის“ რეაქცია, როგორც ყოველთვის მსგავს სიტუაციაში, იყო ის, რომ ამ ისტორიის წერტილის დასმა შეეძლო მხოლოდ ,,სხოდკას“, ხოლო შაქროს მონაწილეობა გამოიხატებოდა მხოლოდ იმაში, რომ უზრუნველეყო ორივე მხარის დასწრება და ქვორუმი.
ამასთან ერთად, დღეისათვის ,,დედოვსკი“ კლანის ,,სხოდკის“ მოწყობას ყველაზე მეტად ლობირებს კახა ფარფალია, რომელიც ტახის დაჭერის შემდეგ, ლიდერობს თავის მომხრეებს. ახალი ,,ბელადის“ სტატუსით კახამ უკვე მოიზიდა გარკვეული ფულადი სახსრები იმიებაიკალიდან, რომელიც მის კონტროლქვეშაა. მან ასევე აიღო ,,ობშიაკიდან“ თანხა, რომელიც უნდა მოხმარდეს ტახის განთავისუფლებას თავისი პირადი ხელმოწერით. გარდა ამისა, კახა რომ არ დარჩენილიყო მოვლენების მიღმა, თავადვე აღიარა, რომ ისიც იყო სტამბულში როვშანთან და ტახისთან ერთად. ამით მან, ფაქტობრივად, ნებაყოფლობით აიღო თვის თავზე ,,კანონიერი ქურდებისთვის“ დამამცირებელი ,,სტატუსი“.
ქურდული ,,კანონის“ თანახმად, კახა აპირებს ,,სხოდკაზე“ დაიბაროს ყველა ის პირი, ვინც სტამბულის ინციდენტის გამო ტახის და როვშანს შეურაცხყოფა მიაყენეს - პირველ რიგში კი როლანდი, მერაბი და პაატა, რათა პირადად მოისმინოს მათი ,,პრეტენზიები“.
უკანასკნელი კონსულტაციის გამართვის მიზნით, კახა ფარფალიამ შეკრიბა მისდამი კეთილგანწყობილი ,,გროსმეისტერები“ და როგორც სჩანს, მათი პოზიციით კმაყოფილიც დარჩა, რადგან ამის შემდეგ, უფრო აქტიურად განაგრძო მზადება გადამწყვეტი პარტიისთვის.
ერთგვარი მოთელვის მიზნით, მათ შეხვედრაზე განიხილეს ახალგაზრდა ,,კანონიერების“ რეზიკოსა (რევაზ უბილავას) და ირაკლი ჯაბუას ცემა და მათზე თავდამსხმელები ქმედება შეაფასეს, როგორც განუკითხაობა. ,,ქურდული გვირგვინით“ დაინტერესებულ ყველა პირს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ,,ქმედების“ ბრძანება მიეცა. გამომდინარე იქიდან, რომ განუკითხაობის მომწყობნი განსაკუთრებით არ მალავდნენ საკუთარ ვინაობას, მათ ქურდული მართლმსაჯულების რისხვა იმაზე ადრე შეიძლება დაატყდეთ თავს, ვირე თავად ვარაუდობენ.
მასალის გამოყენების პირობები