მოსახლეობის რაოდენობა 2002 წელთან შედარებით 14.7 %-ით არის შემცირებული
საზოგადოება - 17:51, 01 May, 2015     6754
არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-იმ საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობასთან დაკაბშირებით სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევით ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 2015 წლის პირველი იანვრის მონაცემების მიხედვით, 2002 წლის მონაცემებთან შედარებით 14,7 %-ით იკლო.

„ნიუპოსტი“ IDFI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგენს 3 729,5 ათას ადამიანს. აღნიშნული სტატისტიკით საქართველოს მოსახლეობამ 2002 წელთან შედარებით 14,7 %-ით იკლო.

საქართველოს მოსახლეობის კლებასთან დაკავშირებით საინტერესოა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან IDFI-ისთვის მოწოდებული არაოფიციალური სტატისტიკა საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების შესახებ. სამწუხაროდ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს დაზუსტებული მონაცემები არ გააჩნდა, ვინაიდან, როგორც მათ მიერ იქნა განმარტებული, საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილი არალეგალურად იმყოფება, შესაბამისად, ისინი არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე. ამასთან, საკმაოდ დიდია სხვადასხვა ქვეყნებში მათი გადაადგილების ინტენსივობა.

რაც შეეხება არაოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს, როგორც ირკვევა, საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 1 607 744 ადამიანს. აქედან ყველაზე მეტი თანამემამულე რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. მათი რაოდენობა 800 ათასს აღწევს, რომელთაგან 285 915 (2009წ.) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. მეორე ადგილზეა საბერძნეთი, სადაც თანამემამულეების რიცხვი 250 ათას ადამიანს შეადგენს. მას მოსდევს უკრაინა (150 ათასი). თანამემამულეების სიმრავლით ასევე გამოირჩევიან შემდეგი ქვეყნები: თურქეთი (100 ათასი), ამერიკის შეერთებული შტატები (80 ათასი), აზერბაიჯანი (35 000), ესპანეთი (30 ათასი), გერმანია (25 ათასი) და ა.შ.

მოწოდებული 43 ქვეყნის მონაცემებიდან დიასპორის სიმცირით გამოირჩევიან ავსტრალია (20), იაპონია (100), ყირგიზეთი (200), ლიტვა (300).

ლატვიაში, ესტონეთში, სლოვაკეთში, რუმინეთში, მოლდოვასა და ტაჯიკეთში ქართული დიასპორა შეადგეს დაახლოებით 500 ადამიანს თითოეულ ქვეყანაში.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მოწოდებულ მონაცემებში ასევე აღნიშნულია ისტორიული დიასპორის წარმომადგენელთა რიცხვი თურქეთსა და ირანში. თურქეთში მათი რაოდენობა მილიონზე მეტია, ხოლო ირანში 35 ათასს აღწევს.“- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გვარცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42