თბილისის ბოტანიკური ბაღი სტატუსის მინიჭების 170 წლისთავს აღნიშნავს
საზოგადოება - 15:13, 01 May, 2015     1363

თბილისის ბოტანიკურ ბაღს სტატუსის მინიჭებიდან 170 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია და მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე დაესწრნენ.

ვიზიტორთა სახლში, რომელიც დღეს თბილისის მერმა გახსნა, დეკორატიული მცენარეებისა და ყვავილების ფესტივალი გაიმართა, სადაც ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთებიდან საქართველოს იშვიათი ენდემური და წითელი ნუსხის მცენარეები და 54 ჯიშის იასამანი იყო წარმოდგენილი. იქვე გამოიფინა თბილისის ბოტანიკური ბაღის თემაზე გადაღებული პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფების გამოფენა. თბილისის მერმა ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობასთან ერთად ბაღის ტერიტორიაზე მდებარე სანერგე მეურნეობაც დაათვალიერა.

დავით ნარმანიას თქმით, ბოტანიკური ბაღი გაზაფხულიდან უფრო მეტ ტურისტს, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით მოემსახურება. “ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობდით ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის მოსაწესრიგებლად. მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა, გაიხსნა ვიზიტორთა ახალი ცენტრი, რათა გაზაფხულიდან უფრო მეტ ტურისტს მოვემსახუროთ“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერი მოუწოდებს ტურისტებს, აუცილებლად ეწვიონ ბოტანიკურ ბაღს.

დღესვე, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემაზე „საქართველოს (თბილისის) ბოტანიკური ბაღის წარსული, აწმყო და მომავალი“. გარდა ამისა, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საპატრიარქოსთან არსებულ დეკორატიული მებაღეობის კოლეჯთან.

ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაციის მიზნით, მთელი დღის განმავლობაში მცირე ექსკურსიები მოეწყობა. ვიზიტორებს სირინგარიუმის (იასამნების საკოლექციო ნაკვეთი) დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ.

170 წლის წინ, 1845 წლის 1 მაისს მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით, იმდროინდელ „სააფთიაქო ბაღს“ ოფიციალურად მიენიჭა „ბოტანიკური ბაღის“ სტატუსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42