საქორწინო კაბების ბიზნესი - რა ჯდება ქირაობა და ყიდვა
საზოგადოება - 14:32, 30 Apr, 2015     15117
ამბობენ, რომ ტანსაცმელი, განსაკუთრებით, საქორწინო კაბა, პირველი მფლობელის ენერგეტიკას ატარებს. შესაბამისად, არსებობს მოსაზრება, რომ პატარძალს აუცილებლად ახალი კაბა უნდა ეცვას, თუმცა მიუხედავად ამისა, თბილისში საქორწინო კაბების "გაქირავების ბუმია"... რას ჰყვება სალონ ,,ზიზის“ მეპატრონე ზიზი ტატიშვილი.

_ ქალბატონო ზიზი, საქორწინო კაბებს სად კერავთ?

_ იტალიური და თურქული მასალით, ადგილზე ვკერავთ, თუმცა იტალიური თუ ესპანური კაბებიც გვაქვს... იტალიური ქსოვილი ნატურალურია, მაგრამ მისგან შეკერილ კაბას ვერ გარეცხავ. საერთოდ, ევროპაში საქორწინო კაბა, ასე ვთქვათ, ერთჯერადია. საქართველოში კი, ვაქირავებთ. ამიტომ, როცა კაბას იტალიური ქსოვილისგან ვკერავთ, აუცილებლად უნდა გავყიდოთ. გასაქირავებელ კაბას კი, თურქული ქსოვილისგან ვკერავთ.

_ აქსესუარებიც უცხოეთიდან ჩამოგაქვთ?

_ დიახ...

_ ტრადიციულ ქართულ კაბებსაც კერავთ?

_ შეკვეთით..

_ მოდით, ფასებზეც მითხარით...

_ იტალიური კაბების გასაყიდი ფასი 1500-დან 2500 ლარამდეა. თუ უნდათ, რომ მთლად ახალი კაბა იქირაონ, მაშინ ფასი 600-700 ლარია. მეორე, მესამე გაქირავებაზე ფასი აკლდება. რაც უფრო ბევრჯერაა კაბა გაქირავებული, იაფდება.

ისე, ერთხელ, 4 500-ლარიანი კაბა მქონდა. ასეთ ძვირფას კაბებს, ძირითადად, უცხოელები ყიდულობენ. ქართველები უფრო ქირაობენ.

_ გაქირავების მაქსიმალური ფასი რამდენია?

_ კაბა შეიძლება, 1000 ლარადაც გაქირავდეს.

_ კაბა რამდენჯერ ქირავდება?

_ სამჯერ. ამის მერე, კაბა რაიონში მიმაქვს _ იქ დაბალფასიან კაბებზეა მოთხოვნა...

_ თუ დამქირავებელმა კაბა დააზიანა, აჯარიმებთ?

_ არა. კაბას ჩვენი ხარჯებით შევაკეთებთ...

_ სადედოფლო კაბა რამდენი დღით ქირავდება?

_ სამი.

_ კონტრაქტის საფუძველზე?

_ კლიენტს, უბრალოდ, პირადობის მოწმობას ვატოვებინებთ...

_ კაბებს განვადებითაც "გასცემთ"?

_ არა...

_ ქალბატონო ზიზი, ლარის გაუფასურებამ თქვენს ბიზნესზეც იმოქმედა?

_ ლარის გაუფასურება ნებისმიერი ბიზნესისთვის კატასტროფაა, თუმცა ჩემს ბიზნესზე არ იმოქმედა, რადგან მაღაზიის ფართში ქირას არ ვიხდი... შემოსავალი შემიმცირდა, მაგრამ ვცდილობ, მომსახურება არ გავაძვირო... ისე, ქორწილებიც შემცირდა, თან თუ 4-5 წლის წინ, 400-კაციან ქორწილს იხდიდნენ, ახლა, 100-კაციანი ქორწილიც "ძალიან მაგრად" ითვლება...

_ ასე ვთქვათ, სიძის ტანსაცმლის ხაზზე არ გიფიქრიათ?

_ კოსტუმის გაქირავებაზე თავიდან ვფიქრობდი, მაგრამ ბიჭი რომ დათვრება, არ უფრთხილდება და... ქსოვილი ქიმწმენდას აღარ ექვემდებარება...

გაზეთი ,,ქართული სიტყვა“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42