საქართველოს ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან 40 მილიონიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:29, 30 Apr, 2015     1270
საქართველოს ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) 40 მილიონი ევროს მოცულობის სასესხო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ განცხადება გააკეთა. ხსენებული სესხი განკუთვნილია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებისთვის. მოზიდული ფინანსური რესურსი მოხმარდება კერძო სექტორის განვითარებაზე მიმართულ ისეთ პროექტებს, როგორიც არის სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, კლიმატის ცვლილების თავიდან აცილება ან ადაპტაცია, ყოველივე კი ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და შენარჩუნებას.

EIB-ის ვიცე პრეზიდენმა, ვილჰელმ მოლტერერმა განაცხადა: „მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკის ხერხემალი და EIB -ის მთავარი ფოკუსია. ხსნებული დაფინანსება ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციას, იმდენად რამდენადაც მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის გაძლიერებაზე, მის გარდაქმანაზე ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კატალიზატორად და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტის, ვაჭრობისა და სხვა ეკონომიკური აქტივობის გაზრდაზე. ბატონმა მოლტერერმა აღნიშნა: „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ბანკის პროფესიონალიზმს, რაც მას ხდის არაჩვეულებრივ პარტნიორად EIB -სთვის საქართველოში.“

„მოხარული ვართ, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას EIB-სთან, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც იზრდება საქართველოს ეკონომოკური და პოლიტიკური კავშირები ევროკავშირთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი გახდა. ევროს გავლენა ლარზე მნიშვნელოვნად გაზრდილია ბოლო წლების განმავლობაში და ლარი ეფექტურად ხდება უფრო მიახლოებული ევროსთან, რის შედეგადაც ჩვენ ახლა ფოკუსერებული ვართ დაფინანსების მოზიდვაზე ევროში. 40 მილიონი ევროს მოცულობის სესხი, რომელიც გამიზნულია ჩვენი მომხმარებლებისთვის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორიდან, შესაძლებლობას მოგვცემს კიდევ უფრო გვზარდოთ ჩვენი კონკურენტუნარიანობა ხსენებულ სექტორში და მხარი დავუჭიროთ სექტორის ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას,“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

EIB-ის შესახებ:

ევროპის საინვესტიციო ბანკი- ევროკავშირის ბანკი, აფინანსებს პროექტებს საქართველოში, ევროპის საბჭოსა და ევროპარლამენტის მანდატის ფარგლებში, აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში. 2014-2020 მანდატი ითვალისწინებს აღმოსავლეთ სამეზობლოთვის 4.8 მილიარდი ევროს ფარგლებში, ადგილობირივი კერძო სექტორისთვის, სოციალური და ეკომიკური ინფრასტრუქტურისა და კლიმატის ცვლილების სფეროში პროექტების დაფინანსებას, რომლებიც წარმოადგენენ მნიშვნელოვან ინტერესს როგორც ევროკავშირისთვის, ისე აღმოსავლეთ სამეზლობთვის. დამატებით, ბანკმა ჩამოაყალიბა 3 მილიარდი ევროს მოცულობის სამეზობლოს ფინანსური რესურსი, რათა მხარი დაუჭიროს მეზობელ ქვეყნებს.

EIB-ის მიზანია გაზარდოს საქართველოს მხარდაჭერა მას მერე რაც 2014 წლის ივნისში ხელი მოეწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. შეთანხმება მნიშვნელოვნად აღრმავებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირს ევროკავშირთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42