_ მშობლის უფლების ჩამორთმევა უკიდურესი ზომაა და ასეთ დროს მშობელს შვილზე ყველა უფლება ერთმევა.
_ იმისთვის, რომ მშობელს მშობლის უფლება ჩამოერთვას, რა მტკიცებულებები და დოკუმენტებია საჭირო?
_ კანონის თანახმად, მშობელს ბავშვზე უფლება შეიძლება, მაშინ ჩამოერთვას, თუ სისტემატიურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობის შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს. ამასთან, ბავშვს ექცევა უხეშად და ამორალური საქციელით (ქრონიკული ალკოჰოლიკი, ნარკომანი) მასზე უარყოფით გავლენას ახდენს.
_ კანონი ითვალისწინებს თუ არა მშობლის უფლების ჩამორთმევას ისეთი მშობლებისთვის, რომლებიც შვილს მათხოვრობას აიძულებენ?
_ აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება.
_ უფლების ჩამორთმევის შემდეგ, მშობელს შვილის ნახვა შეუძლია?
_ უფლებაჩამორთმეულ მშობელს შვილზე ყველა უფლება-მოვალეობა, მათ შორის, ნახვის უფლებაც ერთმევა.
_ კანონი ალიმენტს დედებსაც აკისრებს?
_ სამოქალაქო კანონმდებლობით, ალიმენტის შვილის სასარგებლოდ გადახდა შეიძლება, დედასაც დაეკისროს.
_ აქვს თუ არა მშობელს უფლება, რომ შვილზე უარი ნებით თქვას?
_ ამ შემთხვევაში, მშობელს შვილის გაშვილება შეუძლია.
_ მშობლის ჩამორთმეული უფლების აღდგენა შესაძლებელია?
_ დიახ, მშობლის უფლების აღდგენა სასამართლოს წესით, ბავშვის ერთ-ერთი მშობლის, ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით შეიძლება.
მარიამ კაკილაშვილი
გაზეთი ,,ქართული სიტყვა“
მასალის გამოყენების პირობები






