გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის დელეგაცია მიიღო
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:26, 30 Apr, 2015     960
30 აპრილს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვილჰელმ მოლტერერი მიიღო.

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და ევროპის საინვესტიციო ბანკის დელეგაციის წარმომადგენლები.

საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მიესალმა ევროპის საინვესტიციო ბანკის გადაწყვეტილებას, თბილისში გახსნას რეგიონული ოფისი. მისი განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი დღეს ხსნის წარმომადგენლობით ოფისს საქართველოში, რომელიც სამხრეთ კავკასიის ოპერაციებს დაფარავს.

„ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები ასოცირების ხელმშეკრულების და თავისუფალი სავაჭრო ზონის მიმართულებით. ზუსტად ეს ინსტიტუტი არის განსაზღვრული იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებს, მათ შორის, სოფლის მეურნეობას, ენერგეტიკის სექტორს, ინფრასტრუქტურას დაეხმაროს, რათა საქართველო გახდეს თავისი ინდუსტრიებითა და ინფრასტრუქტურით ნამდვილად ევროპული ქვეყანა“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს მიმდინარე და სამომავლო პროექტები და გეგმები გააცნო.

როგორც ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვილჰელმ მოლტერერმა განაცხადა, ისინი წარმომადგენლობით ოფისს თბილისში იმ პოზიტიურ გამოცდილებაზე დაფუძნებით ხსნიან, რომელიც მათ საქართველოსთან თანამშრომლობით დაუგროვდათ. ვილჰელმ მოლტერერმა აღნიშნა, რომ ბანკი დიდ პოტენციალს ხედავს საქართველოში ეკონომიკური თვალსაზრისით და თავის წვლილს შეიტანს მის განვითარებაში.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ურთიერთობის მიმართულებები განსაზღვრეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42