ეკონომიკის მინისტრის მოავლეობის შემსრულებლის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ყველა ლოგიკით, ლარის კურსმა გამყარება უნდა დაიწყოს.
ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ეროვნულ ვალუტის კურსთან დაკავშირებით პატარა ცვლილებებია, თუმცა ყველა საფუძველი არსებობს, რომ ლარმა გამყარება დაიწყოს. რაც შეეხება ოპონენტების განცხადებას, რომ რუსული რუბლი მყარდება, მინდა განვმარტო, რომ რუსეთში ხდება უკუკორექტირება, რადგან იქ 200%-იანი დევალვაცია იყო. ამ დროს კი ზომაზე მეტი კონვერტაციებია. ჩვენი სავალუტო კურსი თითქმის ახლოს არის ფუნდამენტთან. ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული. ზაფხულის პერიოდში აუცილებლად მოხდება სავალუტო რესურსის მეტი შემოდინება, ასევე წინასაპრივატიზაციო მომზადების პროცესიც დასრულებულია. ასე, რომ ამ მიმართულებით მინდა ყველა დავამშვიდო“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






