,,ბატონებო, ჩვენ თავს ვალდებულად მივიჩნევთ მოგმართოთ, ქვეყანაში შექმნილი განსაკუთრებით მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო, საიდან გამოსვლის შესაძლებლობასაც განიჭებთ საქართველოს კონსტიტუცია და მანდატი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა განდეს. თითოეული თქვენთაგანის ვალია იმოქმედოს მხოლოდ სახელმწიფო და არა ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე მდგომარეობა სულ უფრო უარესდება და ეს თითოეულ მოქალაქეზე მძიმედ აისახება, კრიმინალის ზრდის, ეროვნული ვალუტის გაუფასურების, ეკონომიკური უკუსვლის და მოსალოდნელი ენერგოკრიზისის სახით, რაც მეტწილად პოლიტიკურმა დაპირისპირებამ და სამთავრობო გუნდის არაკომპეტენტურობამ განაპირობა. ყოველივე ამას ამძიმებს მთავრობასთან დაკავშირებული ცვლილებების პროცესი, რომელიც არაა საზოგადოებისთვის გამჭვირვალე და ბადებს ეჭვს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ამ უფლების არმქონე პირის მიერ. ყოველივე ამან სახელმწიფო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, შესაბამისად შეგახსენებთ თქვენს ვალდებულებას, რომ სამთავრობო გუნდის მიმართ ნდობის გამოცხადებისას გაითვალისწინოთ მძიმე შეცდომები, საზოგადოების მდგომარეობა და ინტერესი“ - ნათქვამია მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები






