ისანში ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში მცხოვრები 50-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვ.
მათი ინფორმაციით, ისანი-სამგორის გამგეობის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მათ შენობის დაცლას აიძულებენ. როგორც ეს ოჯახები აცხადებენ, ისინი არ აპირებენ შენობის დაცლას და გამოსახლებას, ვიდრე არ მოხდება მათი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება.
„გვთავაზობენ ქირას, ქირაზე არ ვართ თანახმა კატეგორიულად. ჩვენ ვითხოვთ ფართებით დაკმაყოფილებას“ - განაცხადა ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ზაზა გორგოძემ.
ცნობილია ისიც, რომ შენობაში უახლოეს დღეებში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება იგეგმება.
„გაგვაჩერონ მანამ, სანამ მართლა იქნება რეალური საცხოვრებლები აქ. თუ არ გახვალთ ბორკილებს დაგადებთ და გაგიყვანთო გვეუბნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს და გამგეობის წარმომადგენლები, საკუთარ ქვეყანაში ჩვენ არანაირი უფლება არ გაგვაჩნია“ -ნანა ხიდიბეგაშილი
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






