საქართველოს შეიარაღებული ძალები დღეს 24 წლის იუბილეს აღნიშნავს
საზოგადოება - 09:45, 30 Apr, 2015     1279

30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა. წელს ქართული არმია დაარსებიდან 24-ე წლისთავს აღნიშნავს.

შეიარაღებული ძალების იუბილე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. დილიდან თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე მოწყობილ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართავენ თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. გაიმართება წარმატებული სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალიც.

ცერემონიალის დასრულების შემდეგ თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა მართვის ცენტრში გადაინაცვლებს. თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ვიდეო კონფერენციის საშუალებით საიუბილეო თარიღს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებსა და საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს მიულოცავენ.

თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი სამინისტროდან სოფელ შინდისში გაემგზავრებიან. მემორიალთან მათ დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრები დახვდებიან. მემორიალის გარშემო 17 ერთეული კვიპაროსი დაირგვება, მიმდებარე ტერიტორია კი სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული მცენარეებით გამწვანდება.

საზეიმო ღონისძიებებს შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი დაასრულებს. თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებს. კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ მომღერალი მარიკო ებრალიძე, პიანისტი თათია შარანგია და ქართული ფოლკლორული ანსამბლი „ქართველები“. კონცერტის შემდეგ საზეიმო მიღება გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორუპუსის, ჯარის მეგობართა საზოგადოების და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრებიან.

შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით სამხედრო ბაზებზე ღია კარის დღეები გაიმართება.

ქართველ სამხედროებს დღესასწაულს ოჯახის წევრები მიულოცავენ, გამოფენილ სამხედრო ტექნიკას დაათვალიერებენ და სამუშაო გარემოს გაეცნობიან.

1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები - ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42