დედაქალაქში თეატრალური აფიშების გასაკრავი საინფორმაციო სტენდების ორიგინალური დიზაინისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე საკონკურსო წინადადებების მიღება დაიწყო.
სტენდები განთავსდება დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში, ასევე მუნიციპალური თეატრების, „პანტომიმის სახელმწიფო თეატრის“, „სამეფო უბნის თეატრისა“ და „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.
აფიშებისთვის სტენდების მომზადება მთელი ქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს თეატრებისა და მათი წარმოდგენების ცნობადობის ზრდას და მაყურებლის მოზიდვას.
საკონკურსო წინადადების წარდგენისთვის პირი იხდის საფასურს 50 ლარის ოდენობით. საფასურის გადაიხდა შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე. საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის უნიკალური ნომერი და გადახდის თარიღი; შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი, კონკურსანტის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი, სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საკონკურსო განცხადების გამოქვეყნების შედეგად განცხადებისთვის მინიჭებული უნიკალური ნომერი.
საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე პირი არ დაიშვება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2015 წლის 4 მაისია. მიღების დასრულებიდან 5 დღის ვადაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო საკონკურსო კომისია გამოავლენს გამარჯვებულს, რომელსაც გადაეცემა 2000 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები






