ირაკლი კოვზანაძემ სეულში სუვერენული ფონდების აზიის სამიტში მიიღო მონაწილეობა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:51, 29 Apr, 2015     843
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში სუვერენული ფონდების აზიის სამიტში მიიღო მონაწილეობა.ირაკლი კოვზანაძემ სამიტის მონაწილეებისთვის ფონდის სტრუქტურისა და პროექტების შესახებ გააკეთა პრეზენტაცია. მან ასევე ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ.

სამიტის მონაწილე სუვერენული ფონდების ხელმძღვანელებს შორის დაინტერესება გამოიწვია ინფორმაციამ საქართველოს შესახებ. მათ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების, როგორც რეგიონში წამყვანი დარგების მიმართ. ირაკლი კოვზანაძემ დაინტერესებული ფონდების ხელმძღვანელები საქართველოში მოიწვია.

„ეს იყო ერთ–ერთი საინტერესო შეხვედრა იმ კუთხით, რომ საქართველოს მიმართ გამოითქვა ინტერესი და გაჩნდა იდეა, რომ მომავალში, ერთ-ერთი ასეთი ფორუმი ჩვენს ქვეყანაშიც ჩატარდეს,“ აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ღონისძიების ფარგლებში ირაკლი კოვზანაძე შეხვდა რამდენიმე საფინანსო და საინვესტიციო ინსტიტუტის ხელმძღვანელებს საპარტნიორო ფონდთან მომავალი თანამშრომლობისა და ფინანსების დამატებითი რესურსების მოზიდვის მიზნით.

სუვერენული ფონდების აზიის სამიტი (SWFI Institute Fund Summit Asia 2015), სეულში 27-28 აპრილს გაიმართა, და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი დონის ბიზნეს ლიდერებს და ინსტიტუციურ ინვესტორებსუმასპინძლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42