სოზარ სუბარის ზუგდიდში ვიზიტმა აქციის ფონზე ჩაიარა
საზოგადოება - 13:55, 29 Apr, 2015     1553

დევნილთა და განსახლების მინისტრი - სოზარ სუბარი დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა, მას თან გერმანული ორგანიზაციის წარომადგენლები ახლდნენ , რომლებმაც ზუგდიდში დევნილთა ბინების მშენებლობა დააფინანსეს. ბინებში 320 ოჯახია ჩასახლებული. მინისტრის განმარტებით, მან გერმანული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ახალი საცხოვრებელი ადგილის გარდა, ძველი საცხოვრებელიც დაათვალიერა.

ლტოლვილებისთვის განკუთვნილი ბინების მშენებლობა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, 2011 წელს დაიწყო.

როგორც ცნობილია, დევნილების ის ნაწილი, რომლებსაც მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვთ, სოზარ სუბართან შესახვედრად მივიდნენ, მათ სურდათ მინისტრისთვის წერილები გადაეცათ და ცხოვრების მძიმე პირობებზე ესაუბრათ. თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა და სოზარ სუბართან არ მიუშვეს. როგორც ცნობილია, სუბარი შემოვლითი გზით მივიდა დანიშნულების ადგილამდე და ცენტრალური გზა არ გაუვლია.

აქცია ამ დრომდე გრძელდება, აქციის მონაწილეებს შორის იმყოფებიან ინვალიდები და მცირეწლოვანი ბავშები. ინციდენტის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია ,დაახლოებით 150-მდე სამართალდამცავი პირი, ისინი ცდილობენ მონაწილეები დაშალონ.

გავრცელებული ინფორმაციით, სოზარ სუბარმა ტერიტორია ისე დატოვა რომ აქციის მონაწილე დევნილებს არ შეხვედრია .



რუსუდან ქიმერიძე




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42