შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ერემეი ბ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული რუსთავში, ზედგენიძის ქუჩაზე, თავს დაესხა 78 წლის მამაკაცს, მუცლის არეში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც დაეუფლა მის კუთვნილ 175 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერემეი ბ. რუსთავში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილი „ბ“ ქვეპუნქტით).
მასალის გამოყენების პირობები