"ან ენერგო სისტემა დაინგრევა და 1990-იანებში დავბრუნდებით ან ტარიფი გაიზრდება,"- განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა გადაცემა ”არჩევანსი”
ჩალაგაშვილს მიაჩნია, რომ ვითარება ელექტროენერგიის კუთხით რეგიონებში უკვე დამძიმდა და შუქის გათიშვა ავარიებს არ უკავშირდება.
"ვფიქრობ, რომ ტყუილად ვართ მშვიდად. რეგიონებში უყვე ძალიან დიდი პრობლემებია. კომპანიები ნაკლები ზარალის ნახვას ცდილობენ და ხშირად ითიშება ელექტროენერგია. არ არის გამორიცხული, რომ ზამთარი რეგიონებში უშუქობაში გაატარონ. ქმედითი ზომები უნდა მიიღონ. ლარის კურსი 2 ლარიან ნიშნულს უნდა ჩამოსცდეს. ტარიფის მატება გარდაუვალია. თუ ტარიფი არ გაიზრდება, ეს თანხა ბიუჯეტმა უნდა გაიღოს, რაც მილიონობით ლარია. ეს კი ინფლაციას კიდევ უფრო გაზრდის, " - აცხაებს სემეკის ყოფილი ხელმძღვანელი
ჩალაგაშვილი ფიქრობს, რომ უახლოეს დღეებში წყლისა და გაზის ტარიფის მატებაა მოსალოდნელი.
"თბილისის წყალს ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში აქვს შეტანილი განაცხადი წყლის ტარიფის გადახედვის შესახებ და 21-22 მაისს ეწურება ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ სემეკმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და უნდა განიხილოს თბილისის წყლის ტარიფის საკითხი. გაზთან მიმართებაში უფრო მეტი პრობლემა გვაქვს იმიტომ, რომ გაზის შესყიდვა დოლარზე ხდება," - აცხადებს გურამ ჩალაგაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






