თბილისი მსოფლიოს ნორჩ გამომგონებელებსა და მეცნიერებს უმასპინძლებს
კულტურა - 21:11, 28 Apr, 2015     1514

1-დან 3 მაისის ჩათვლით თბილისში ნორჩ გამომგონებელთა და მეცნიერთა მეცხრე საეთაშორისო ოლიმპიადა - IYIPO 2015 გაიმართება. წელს ოლიმპიადაში 100-ზე მეტი პროექტი და 300 - მდე გამომგონებელი იქნება წარმოდგენილი.

ოლიმპიადის საზეიმო გახსნა 1 მაისს, 15:30 საათზეთბილისი მოლში გაიმართება. გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს სხვადასხვა ქვეყნის დელეგატთან ერთად ქალაქ თბილისის მერი ბატონი დავით ნარმანია და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ოლიმპიადის დაწყებამდე ნორჩ გამომგონებელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბატონი მიხეილ გიორგაძე უმასპინძლებს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ნორჩ გამომგონებელს 1 მაისს, 13:00 საათზე სამინისტროში მიიღებს.

ორი დღის განმავლობაში პროფესორ მეცნიერებისგან დაკომპლექტებული ჟიური დეტალურად გაეცნობა ახალგაზრდების გამოგონებებს და კვლევის შედეგებს. საუკეთესო პროექტების ავტორები კი უკვე 3 მაისს გამოვლინდებიან. ოლიმპიადის განმავლობაში ჟიურისთან ერთად დამთვალიერებელებსაც ექნებათ საშუალება გაეცნონ თითეული ქვეყნის კუთხესა და გამოგონებას. შეაფასონ და თავად გაეცნონ ნორჩი გამომგონებლის ინოვაციური პროექტები და უგულშემატკივრონ ფავორიტ გუნდს.

დახურვის საზეიმო ღონისძიება 3 მაისს, 16:00-ზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება. დაჯილდოებას პროექტის მხარდამჭერი ევროკავშირის ელჩი ბატონი იანოშ ჰერმანი დაესწრება. თითოეულ სექციაში გამარჯვებულს კი სხვადასხვა პრიზი და ოქროს, ვერცხლი ან ბრინჯაოს მედალი გადაეცემათ.

ოლიმპიადის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ მათ საკუთარი ინოვაციური გამოგონებები, რაც შეიძლება ფართო წრეებს გააცნონ. ოლიმპიადა, ერთის მხრივ ეხმარება ახალგაზრდებში სამეცნიერო უნარების განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ ხელს უწყობს ინოვაციაზე დამყარებულ ბიზნეს იდეების განვითარებას. ოლიმპიადა ასევე სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდებს შორის კავშირების დამყარებისა და კულტურული კავშირების გაღრმავების ხელშემწყობია. ამ მიზნით, ოლიმპიადაზე თითოეული ქვეყნის მონაწილეს საკონკურსო ექსპონატთან ერთად საშუალება აქვს საკუთარი ქვეყანა გააცნოს საზოგადოებას. სამი დღით თბილისი იქცევა განათლების მეცნიერების, კულტურისა და ინოვაციების ქალაქად, რომელიც პატარა გენიოსებს მასპინძლობს.


ოლიმპიადის დეტალური განრიგი

1 მაისი, 2015

· 13:00 ოლიმპიელების მიღება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში

· 15:30 ოლიმპიადის საზეიმო გახსნა და დელეგატთა წარდგენა (თბილისი მოლი)

· 16:30 ოლიმპიადის გამოფენის გახსნა

2 მაისი, 2015

· 10:00 – 19:00 ნორჩ გამომგონებელთა ოლიმპიადის ღია გამოფენა (თბილისი მოლი)

3 მაისი, 2015

· 16:00 ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადის საზეიმო დახურვა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, I კორპუსი)

· 16: 20 გამარჯვებულთა დაჯილდოება





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42