სტატისტიკური მონაცემები C ჰეპატიტით და აივ ვირუსით ინფიცირებულთა შესახებ
საზოგადოება - 18:43, 28 Apr, 2015     3119
საერთაშორისო ორგანიზაცია IDFI-იმ საქართველოში C - ჰეპატიტის HCV ვირუსით და AIV (შიდსი) ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა. არასამთავრობო როგანიზაციამ ინფორმაცის ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა. კვლევევის მიხედვით 2014 წელს 2013 წელთან შედარებით საქართველოში ვირუსული C-ჰეპატიტის ახალი შემთხვევები 644-ით არის მომატებული, ხოლო 2013-14 წლებში აივ-ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 2012 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია.

„ნიუპოისტი“ IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფრომაციას უცვლელად გთავაზობთ.

„2015 წლის 28 აპრილიდან C ჰეპატიტის სამკურნალო სახელმწიფო პროგრამაში პაციენტების რეგისტრაცია დაიწყო. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა, ითვალისწინებს C ჰეპატიტით დაავადებულთა უფასო მკურნალობას. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპის ღონისძიებები გულისხმობს C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკას მკურნალობაში ჩართვამდე, მკურნალობის პროცესის მონიტორინგისთვის აუცილებელი კვლევების ჩატარებას და C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა მკურნალობას სპეციალური სამკურნალო მედიკამენტებით.

აღნიშნული პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით, გვსურს წარმოგიდგინოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, საქართველოში C - ჰეპატიტის HCV ვირუსით და AIV (შიდსი) ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ.

C ჰეპატიტით ინფიცირებულთა რაოდენობის, შესახებ ინსტიტუტის მოთხოვნაზე სამინისტოდან მოწოდებულია ინფორმაცია, მხოლოდ დარეგისტრირებული ახალი შემთხვევების შესახებ. როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა 2013-14 წლებში დაფიქსირდა სულ 4 690 ახალი შემთხვევა. 2014 წელს 2013 წელთან შედარებით ვირუსული C-ჰეპატიტის ახალი შემთხვევები 644-ით არის მომატებული.

გასულ წლებში (კერძოდ, 2012 წელს) IDFI-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2008 წელს ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოზრდილ მოსახლეობაში დაახლოებით 200 000 ადამიანია ვირუსული C-ჰეპატიტით ინფიცირებული. მხოლოდ ახალი შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მოწოდება მიგვანიშნებს იმაზე, რომ დღემდე არ არსებობს ოფიციალური მონაცემები საქართველოში აღნიშნული ვირუსით ინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ.

რაც შეეხება აივ-ვირუსით ინფიცირებულთა რეგისტრირებულ რაოდენობას სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით 2013-14 წლებში აივ-ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 2012 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2006-2012 წლებში რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდებოდა და 2012 წელს 3641 რეგისტრირებულ შემთხვევას მიაღწია. 2013 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 3298-მდე შემცირდა, ხოლო 2014 წლის ბოლოს ეს ციფრი 281-ით არის გაზრდილი.

მიუხედავად იმისა, რომ 2013-14 წლებში აივ-ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 2012 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია, ბოლო 8 წლის განმავლობაში 2014 წელს აივ-ვირუსით დაინფიცირების ყველაზე ბევრი ახალი შემთხვევა 564 ფიქსირდება.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს აივ-ვირუსით დაავადებული პირების უფასო ამბულატორიულ და სტაციონალურ მკურნალობას. 2014 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამინისტროს მიერ გაწეულმა ხარჯებმა შეადგინა 4 103 711 ლარი.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორში სამინისტროს მხრიდან ნაჩვენებია 2013 წელს გამოვლენილი ახალი შემთხვევების 2012 წელთან შედარებით 7%-ით კლება. სამწუხაროდ, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი კვლავ გაზრდილია.

როგორც UNAIDS საქართველოს 2013 წლის ანგარიშში არის მოცემული, წინა წლებთან შედარებით 2012-13 წლებში აივ ვირუსით ინფიცირებულთა მდგომარეობა გაუმჯობესდა. 12 თვიანი მკურნალობის შედეგად ვირუსის შეკავების ინდიკატორი 2011 წლის ბოლოს გაიზარდა 79%-მდე, 2012 წლის ბოლოს - 85%-მდე, ხოლო 2013 წლის ბოლოს - 86%-მდე; აღნიშნული მონაცემების საფუძველს იძლევა დავასკვნათ, რომ საქართველო წარმოადგენს რეტროვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობის (ART – Antiretroviral Treatment) წარმატებულ მაგალითს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში აივ ინფექციისა და C ჰეპატიტის მკურნალობა საწყის ეტაპზეა და გარკვეული წარმატებები არსებობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია დღეიდან დაწყებული c ჰეპატიტის სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ისარგებლოს ხშირ შემთვევაში მათთვის ხელმიუწვდომელი მკურნალობით, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან შედეგს იქონიებს c ჰეპატითით ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების თვალსაზრისით. IDFI აქტიურად გააგრძელებს C ჰეპატიტის დაავადებასთან საქართველოში არსებული პრობლემებისა თუ მიღწევების გაშუქებას, რომლისთვისაც ინსტიტუტის პარტნიორებთან ერთად შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი www.stopc.info.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42