გუშინ ქასთინგის ბოლო მონაწილეები ვიხილეთ და „X ფაქტორის“ I შესარჩევი ტური ამით დასრულდა. მენტორები თავიანთ კატეგორიებს შეხვდნენ. ორივე მხრიდან იყო ემოციები, გულწრფელი სიხარული და... მოულოდნელობა – ბიჭების კატეგორიის მენტორი კვლავ გიორგი გაბუნიაა.
მაშ ასე, წელს:
თამთა გოდუაძე ჯგუფებთან ერთად იბრძოლებს გამარჯვებისთვის;
სოფო ნიჟარაძე გოგონებთან იმუშავებს;
ანრი ჯოხაძეს ბავშვების კატეგორიის მენტორის საპასუხისმგებლო როლი ერგო;
გიორგი გაბუნიას კი წელსაც ბიჭების კატეგორია შეხვდა, რასაც ნამდვილად არ ელოდა და თუ რატომ, ეს მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა:
„სიმართლე გითხრა, კასტინგის დროს უკვე ვაკვირდებოდი გოგოებს და ბენდებს, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ორიდან რომელიმე იქნებოდა ჩემი კატეგორია.
აი, ბავშვებთან ჩემი ურთიერთობა ცოტა თავისებურია, ამიტომ, ვხვდებოდი, რომ ბავშვების კატეგორია ჩემი არ იქნებოდა. ზოგადად, ბავშვებთან მუშაობა ძალიან რთულია. ამას ის ფაქტორიც დაემატებოდა, რომ მე მუსიკოსი არ ვარ და ეს კიდევ უფრო გაართულებდა ურთიერთობას. ამიტომ ჩემთვის გოგოებსა და ბენდებს შორის ვარჩევდი კონკურსანტებს. მანქანების დროს კი გამოვთვალე, რომ გოგოები და ბავშვები ჩემი არ იქნებოდა და ბენდების მენტორობისთვის შევემზადე, მაგრამ... სრული მოულოდნელობა იყო. გაგიმხელთ საიდუმლოს, რაც ზუსტად შარშანდელის მსგავსად განმეორდა. პროექტის წინა სეზონზე ბიჭები ახლოს რომ გავიცანი, ყველამ მითხრა, რომ არავის გახარებია მანქანიდან ჩემი გადმოსვლა, ყველა უნდოდათ, ჩემ გარდა. წელს, რა თქმა უნდა, ეს ბიჭებიც არ ელოდნენ ჩემს გამოჩენას და ამბობდნენ კიდეც, ბოლოს 2 მანქანა რომ დარჩა, ბენდებს დავცინოდით, თქვე საცოდავებო, გაბუნია შეგხვდათ, ჩვენ თამთა გვეყოლებაო და უცებ, პირიქით რომ აღმოჩნდა, ყველა სახტად დავრჩით. ერთმანეთთან შეგუება ნულიდან დავიწყეთ. არავინ ვყოფილვართ მზად ამისთვის, მაგრამ ახლა, გულწრფელად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ბიჭების კატეგორია შემხვდა. ის 4 ადამიანი, ვინც სკამების ტურის შედეგად დავტოვე და დღეს ჩემთან ერთად არის, უძლიერესი კონკურსანტია. ძალიან მსიამოვნებს მათთან მუშაობა და ვიცი, გამარჯვების რეალური შანსი გვქვს.“
გიორგის კატეგორიაშია გუშინდელი საღამოს ერთ-ერთი გმირი რეზი ქარცივაძე:
„მართლა არ ველოდებოდი წელს გიორგის, რადგან წინა წელს უკვე ჰყავდა ეს კატეგორია. თუმცა, მისი გაცნობა უკვე მოვასწარით და ძალიან მიხარია – გიორგი საუკეთესო მენტორი იქნება.”
წყარო: http://funtime.ge/
მასალის გამოყენების პირობები






