საერთაშორისო ფოტოკონკურსი “ქოლგა” წელს მე-14-ჯერ ტარდება
კულტურა - 13:29, 28 Apr, 2015     2312

1 მაისს, 20:00 საათზე KOLGA TBILISI PHOTO 2015 იწყება საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგას“ წლის საუკეთესო ფოტოების ჩვენებით და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალით (მის: Rooms Hotel Tbilisi, კოსტავას ქ. 14). ფოტოკონკურსი “ქოლგა” უკვე 14 წელია, რაც ყოველწლიურად წარმატებით მიმდინარეობს. წლევანდელ ფოტოკონკურსში მონაწილეთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის ფოტოგრაფმა მიიღო. ხოლო, წლის საუკეთესო ფოტოები 9 000-მდე ფოტოდან შეირჩა. მონაწილეთა მრავალფეროვნებამ და ფოტოკონკურსის საერთაშორისო დონემ განაპირობა კონკურსში მიღებული ფოტოების მაღალი ხარისხი.


წელს ფოტოკონკურსი შემდეგ ნომინაციებში გამოცხადდა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი და“ჯეოსელის” მობილური ფოტო, ქვენომინაციებით ერთი კადრი და მობილური ფოტო სერია. წლევანდელი ფოტო კონკურსის გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა და გამარჯვებულები 1 მაისს, “წლის საუკეთესო ფოტოების” ჩვენებაზე გამოცხადდებიან.


ფოტოკონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენს 6 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში და ეს თანხა ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ. "ჯეოსელის" მობილური ფოტო" ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური პრიზი "ჯეოსელისგან" მობილური ტელეფონი Iphone 6.

2015 წლის ფოტოკვირეულის ფორმატი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა და KOLGA TBILISI PHOTO, ფოტოკონკურსი “ქოლგას” ფოტოჩვენების გარდა, 1 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს 12 საერთაშორისო და ადგილობრივ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ფოტოგამოფენის გახსნას: რიჩარდ ბრემის (აშშ), ქრის სასპექტის (აშშ), ოივინდ ჰიელმენის (ნორვეგია) და სოლ რობინსის (აშშ) ჯგუფურ გამოფენაზე "ისტორიები ამერიკიდან“; ფოტოპროექტზე "ურბანული ლაბირინთი - გალერეა კოპელმანი", საერთაშორისო კონკურსის “UNICEF- ის წლის ფოტოს ”საუკეთესო ფოტოების და რეპორტაჟების გამოფენაზე - "ბავშვები. მომავალი დღეს"; გამოფენაზე აფრიკის ხედები“ - სააგენტო ლაიფთან თანამშრომლობით; დორტმუნდის გამოყენებითი მეცნიერებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფურ გამოფენაზე - „ჩვეულებრივს მიღმა“; National Geographic საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ფოტოების; ბრაიან გრიფინის (დიდი ბრიტანეთი) და კიმ ბადავის (აშშ) ფოტოგამოფენებზე. ასევე, წარმოდგენილი იქნება ქართველი ფოტოგრაფების: ნათელა გრიგალაშვილის და გურამ თიკანაძის პერსონალური გამოფენები. KOLGA TBILISI PHOTO მასპინძლობს ფილიპინელი ხელოვანის მაიკლ ვინსენტ მანალოს ინსტალაციას „ქოლგის ქრონიკები V“.

KOLGA TBILISI PHOTO-ს ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება შახ აივაზოვის რჩეული ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით “ომის ხაზი”, რომელსაც ქართული ფოტოხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „KOLGA TBILISI PHOTO“ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გადასცემს ალექსანდრე როინაშვილის ტრადიციულ პრიზს და პრემიას.

ფოტოკვირეულის განათლების სექცია მოხარულია, რომ 2015 წელსაც მასპინძლობს საერთაშორისო ფოტოექსპერტების 6 ვორქშოფს და უცხოელი ფოტოგრაფების, კურატორების, არტ კრიტიკოსების პორტფოლიო განხილვებს, რაც საშუალებას აძლევს საქართველოში მცხოვრებ ფოტომოყვარულებს და პროფესიონალ ფოტოგრაფებს უფასოდ აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ საუკეთესო გამოცდილება. ამით, KOLGA TBILISI


PHOTO ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოში ფოტოხელოვნების კიდევ უფრო პოპულარიზაციასა და განვითარებაში.

ქოლგა თბილისი ფოტო 2015-ის წარმდგენია აჭარა ნეტი, გენერალური სპონსორი: თიბისი ბანკი. სპონსორი: ჯეოსელი. მუდმივი პარტნიორი - ქალაქ თბილისის მერია და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. მხარდამჭერები: მეიდან ჯგუფი, სადაზღვევო კომპანია „არდი“, სააგენტო ლაიფი, ბრიტანეთის საბჭო, ამერიკის საელჩო საქართველოში, თელიანი ველი, Rooms Hotel თბილისი, სასტუმრო როიალ ბატონი, პროპაგანდა კონსალტინგი და კომპანია ფოტოსამყარო. პარტნიორი მუზეუმები და გალერეები: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ლიტერატურის მუზეუმი, გალერეა ლიჰტბლიკი და გალერეა კოპელმანი - Kunst Werk Nippes . მედია პარტნიორები: რუსთავი2, ტაბულა, არტარეა, რადიო კომერსანტი, ჟურნალი „თიბისი“ და ნეშენალ ჯეოგრაფიკი საქართველო.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ თანდართული პროგრამა ან ეწვიოთ KOLGA TBILISI PHOTO-ს ოფიციალურ ვებ-გვერდს www.kolga.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42