პაშაბანკი ბრიუსელის ბიზნესკონფერენციის სპეციალური პარტნიორი იყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:27, 28 Apr, 2015     1170
27 აპრილს ევროკავშირი-საქართველოსბიზნეს საბჭოს ორგანიზებითა და ევროსაბჭოს ეგიდით ქ.ბრიუსელში გაიმართა ბიზნეს კონფერენცია.

პაშა ბანკი კონფერენციის სპეციალური პარტნიორი იყო.

ბიზნესკონფერენციის მთავარი თემა იყო „საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ახალი შესაძლებლობები“. მასზე განიხილებოდა საინვესტიციო და ბიზნესშესაძლებლობები საქართველოში. კონფერენციას ესწრებოდა 65 ქართული და ევროპულიმსხვილი, საშუალო და მცირე ორგანიზაცია სხვადასხვა სფეროდან.

კონფერენცია სიტყვით გახსნეს ბ-მა დავით ბაქრაძემ, სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ დაევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და ბ-მაჯერარდ შუმან-ჰითცლერმა, დირექტორმა ევროკომისიის ახლო აღმოსავლეთის საკითხებში.

დამსწრეებს სიტყვით მიმართა პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა გოგა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომპაშა ბანკის მხარდაჭერით საქართველოში ეკონომიკის განვითარების მიზნით არაერთი ღონისძიება ჩატარდა.

„ჩვენ ნათლად ვხედავთ აღნიშნული კონფერენციის მნიშვნელობას და როგორც ღონისძიების სპეციალურმა პარტნიორებმა, დამსწრე საზოგადოებას გავუზიარეთ ჩვენი, როგორც მსხვილი ინვესტორის წარმატებული გამოცდილება და ხაზი გავუსვით საქართველოში არსებულ ჯანსაღ ბიზნესგარემოს, რამაც განაპირობა ორი წლის წინ პაშა ჰოლდინგის მხრიდან საქართველოში განხორციელებული დაახლ. $60 მილიონიანი ინვესტიცია კორპორატიული საბანკო მომსახურების უზრუნველმყოფი ფინანსური ინსტიტუტის, პაშა ბანკის, დაფუძნების მიზნით.“ - განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა.

ბრიუსელის კონფერენცია ერთ-ერთია იმ ღონისძიებათაგან, რომლებსაც პაშა ბანკმა გაუწია სპონსორობა ადგილობრივი ეკონომიკისა და ბიზნესისგანვითარების მხარდასაჭერად. პაშაბანკი იყო ასევე შემდეგი ღონისძიებების პარტნიორი:

- ბიზნეს განვითარების ფორუმი,სადაცძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებს, ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებას და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას.

-ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი Business Brilliance Awards, რომლის ორგანიზატორი იყო ბრიტანული კომპანია BOC (Blue Ocean Consultancy) Global Event and Training Group.

- ოქროს ბრენდი 2014-ის პარტნიორი. ოქროს ბრენდი ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვებად არის აღიარებული, ის ყოველწლიურად ავლენს და აჯილდოვებს იმ კომპანიებს, რომლებმაც გასულ წელს ბრენდინგულ საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42