შსს-ს აკადემიაში მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი ტარდება
საზოგადოება - 12:56, 28 Apr, 2015     1239

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით, მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სემინარი ტარდება. სემინარის დაწყებამდე ჟურნალისტებს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი და შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი მიესალმნენ.

მედია-სემინარი მიზნად ისახავს ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლებას საპოლიციო განათლების საკითხებში და მათთვის ინფორმაციის მიწოდებას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების და პოლიციის თანამშრომლების პროფესიული მომზადების შესახებ; მსგავსი სემინარი მედია საშუალებების წარმომადგენლებისათვის პირველად ტარდება.

სემინარი თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგება. სწავლების თეორიული ნაწილი მოიცავს პრეზენტაციებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: პერსონალური მონაცემები, როგორც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტი; შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლების, დისკრიმინაციის აკრძალვა და ჟურნალისტის დაცვის სამართლებრივი გარანტიები; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის საკითხები. ასევე ჩატარდება პრაქტიკული სავარჯიშოები. სემინარს უძღვებიან აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ინსპექტორი ივანე ხაჟალია და აკადემიის ადმინისტრაციის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ნინო საგინაშვილი.

სემინარის მეორე დღეს ჟურნალისტები გაეცნობიან პრეზენტაციას თემაზე „სწავლება შსს-ს აკადემიაში“, რომელიც აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი წარადგენს. პრეზენტაცია მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პროფესიული და აკადემიური სწავლებები შსს-ს აკადემიაში, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, მიღების პროცედურები, ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობა.

პრეზენტაციის დასასრულს გაიმართება შსს-ს არქივში დაცული უნიკალური მასალების გამოფენა, რის შემდეგაც, სემინარის მონაწილეები დაათვალიერებენ აკადემიას - კომპიუტერულ აუდიტორიებს, ბიბლიოთეკას, ინგლისური ენის ცენტრს, იმიტირებულ სასამართლო დარბაზს, კრიმინალისტიკურ კაბინეტს, საერთო საცხოვრებელს, სპორტულ დარბაზებს, აუზს, რეალურ და ვირტუალურ ტირებს.

სემინარის დასასრულს, ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42