სამომხმარებლო ბაზარზე დღეს საწვავის ფასები გაიზარდა. ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ლიტრზე საშუალოდ 5 თეთრით გაიზარდეს.
კომპანია "გალფს" "რეგულარის" ტიპის საწვავი საცალო ქსელში 1,79 ლარად გამოაქვს, "ვისოლს" და "სოკარს" - 1,78 ლარად. "ლუკოილის" ქსელში "რეგულარის" ფასი 1,73 ლარია, "რომპეტროლში" - 1,68 ლარი, ხოლო ამ ბრენდის საწვავი ყველაზე დაბალ ფასში, საცალო ქსელში კომპანია "ფრეგოს" 1,62 ლარად აქვს.
ნავთობროდუქტების იმპორტიორების ქსელში "რეგულარის" ტიპის საწვავი გასულ თვესთან შედარებით 9-10 თეთრით გაძვირდა.
აპრილში საწვავზე ფასები კომპანიებმა მეორედ ასწიეს.
ნავთობპროდუქტების ბაზარზე 2015 წლის მონაცემებით 7 კომპანია ოპერირებს.
16 მარტის მონაცემებით, "ბრენტის" ტიპის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 58,31 აშშ დოლარი იყო.
27 აპრილის მონაცემებით 1 ბარელი "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი 64.54 აშშ დოლარია.
მასალის გამოყენების პირობები






