თბილისის მერიასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოება - 16:50, 27 Apr, 2015     979
თბილისის მერიასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ქართულ და აფხაზურ ენებზე მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია დევნილთა პრობლემების მოგვარების საქმეში თბილისის და აფხაზეთის ა/რ მთავრობის კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა.

როგორც ხელმოწერის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, თბილისის მერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან მემორანდუმის გაფორმებამდეც აქტიურად თანამშრომლობდა. „დევნილთა კომპაქტური ჩასახლებებთან საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს, არის სხვა სფეროები, რომლებიც ეტაპობრივად გამოიკვეთება და აქტიურად ვიმუშავებთ, რათა მეტი საერთო პროექტი და პროგრამა განვახორციელოთ“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას თქმით, მემორანდუმის აფხაზურ ენაზე თარგმნის ინიციატორი დედაქალაქის მერიაა. „ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთში მეორე სახელმწიფო ენა აფხაზურია და ხელშეკრულება აფხაზეთის მთავრობასთან იდება, ჩვენ სიამოვნებით დავუჭირეთ მხარი მერიას“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას ხელი შეუწყონ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განვითარებას, კულტურის პოპულარიზებას ერთობლივი პროექტების საშუალებით. მხარეები თანხმდებიან, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ხელს შეუწყობენ თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ აქტივობებში დევნილი მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას, ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველყოფენ თბილისში განსახლებული დევნილებისათვის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით თბილისის პროგრამების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას, დევნილთა დასახლებებში გამწვანების აქციების ორგანიზებას და სხვა. მხარეები გამოყოფენ პასუხისმგებელ პირებს თითოეული მიმართულებით, რომლებიც ერთობლივად შეიმუშავებენ და კანონმდებლობით დადგენილი წესით თბილისს და აფხაზეთის მთავრობას წარუდგენენ ურთიერთთანამშრომლობის პროგრამას, განსახორციელებელ პროექტებსა და ინიციატივებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42