მოსახლეობის მხარდასაჭერად ადგილზე საბურთალოს რაიონის დეპუტატი თბილისის საკრებულოში ალეკო ელისაშვილი მივიდა. მან თბილისის მერის დავით ნარმანიასა და მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა.
ადგილზე საკითხის გასარკვევად მივიდა მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანიც, როგორც მან აღნიშნა, „არქი ჯგუფს“ ხეების მოჭრაზე ნებართვა ჰქონდა, თუმცა ის საკრებულოს მიერ ვიზირებული არ იყო. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ „პასუხისმგებობას აიღებს ის, ვინც დააშავა“.
ადგილზე ელისაშვილსა და გიორგობიანს შორის შელაპარაკებაც მოხდა. დეპუტატმა მერიის წარმომადგენელს მიმართა, რომ ამის შემდეგ მას მორალური უფლება არ აქვს, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის სამსახურს ხელმძღვანელობდეს. თავის მხრივ, გიორგობიანმა ელისაშვილს მოუწოდა, როგორც დეპუტატმა, თბილისის საკრებულოში იმუშაოს.
თავად კომპანია „არქი ჯგუფში“ კი განმარტავენ, რომ ხეების მოჭრა კანონის ფარგლებში განხორციელდა, ამისთვის კი ნებართვა მერიამ გასცა. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ „არქი ჯგუფი“ ალტერნატიულ ტერიტორიაზე სანაცვლოდ 800-დან 1000 ნერგს დარგავს.
მასალის გამოყენების პირობები






