„ფილმის სცენარზე ძალიან ღრმა და საინტერესო მუშაობა მიდის. ქასტინგი ჩავატარეთ და 1000 კაცამდე აღვბეჭდეთ ფირზე, თუმცა, სასინჯი გადაღებები ჯერ არ დამთავრებულა, რადგან თვითონ ფილმში ძალიან ბევრი პერსონაჟი და მოქმედი პირია. მარტო თბილისით არ შემოვიფარგლეთ, რეგიონებშიც გავედით და სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ იმ შემოქმედებითი პოტენციალით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სამსახიობო სფეროში აღმოვაჩინე. ფილმის გადაღებაში მთელი საქართველო უნდა იყოს ჩართული.
აქვე მინდა დავამშვიდო ზოგიერთები, რომლებიც იმაზე ღელავენ, რა დროს ფილმის გადაღებაში ფულის ხარჯვააო... ჯერ ერთი, ეს ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ იხარჯება და მეორეც- ჰაერში არ იფანტება! დიახ, ამ ფილმის გადაღების პროცესში უამრავი ადამიანი იქნება დასაქმებული და ეს ფული, ხელფასების და ჰონორარების სახით მათ ოჯახებში წავა. ამ ფილმის ერთ-ერთი დანიშნულებას გაგიმხელთ- ამ ფილმში ნაციონალები დაინახავენ, რა ელოდებოდათ და რა დაემართებოდათ, 2012 წლის ოქტომბერში ქვეყნის სათავეში შურისმაძიებელი ხელისუფლება რომ მოსულიყო“- აცხადებს გოგა ხაინდრავა
წყარო „ასავალ-დასავალი“
მასალის გამოყენების პირობები






