"ეკონომიკური ვითარების სტაბილიზაცია, შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კი შეიცვლება პოლიტიკა, ამას სჭირდება საკადრო ცვლილებები. ეროვნულ ბანკს თავისი ფუნქციები აქვს, მთავრობას თავისი მოვალეობები გააჩნია, საჭიროა ორივემ გადახედოს პოლიტიკას. ეროვნული ბანკის მხრიდან - უკეთესი იქნება, თუკი მონეტარული პოლიტიკა არსებითად შეიცვლება, ლარი მიებმევა ამერიკულ დოლარს და ჩარევის ყველა სხვა გზა იქნება გაუქმებული, რაც შეეხება მთავრობის მხარეს - აუცილებელია შემდგომი ლიბერალიზება, სახელმწიფო ხარჯების მკვეთრი შემცირება, სახელმწიფო პროგრამების შემცირება, საგადასახადო ლიბერალიზაცია და ასე შემდეგ. იმ რეგულირებების გაუქმება, რომელიც ამ ბოლო წლებში შემოიღეს და მნიშვნელოვნად შეაფერხეს ბიზნესის განვითარება.
ხადურის პროგნოზის გაკეთების შემდეგ, თითქოს ვითარება დასტაბილურდება, ლარის კურსი კიდევ უფრო დაეცა, ამიტომ ეს არასერიოზული და არაფერზე დაფუძნებული პროგნოზი იყო, ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა რადგან მისი მხრიდან ბევრჯერ მსგავსი განცხადება გაკეთდა, თუმცა რეალობა აბსოლუტურად საპირისპიროა" - განაცხადა პაატა შეშელიძემ "ნიუპოსტთან" საუბრისას.
რუსუდან ქიმერიძე
მასალის გამოყენების პირობები






