"მთავრობა უმოქმედოა, ლარს ფუნდამენტური მკურნალობა ესაჭიროება პოლიტიკური სპეკულაციების გარეშე"
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:40, 27 Apr, 2015     2059

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსის გაუფასურების პრობლემა ფუნდამენტურია და ამ ვითარების გამოსწორება ერთ წუთში ვერ მოხდება.

როგორც „ნიუპოსთან“ საუბრისას, რომან გოცირიძემ განაცხადა, საჭიროა მთავრობამ სათანადოდ შეაფასოს ვითარება და გადაწყვეტილება პოლიტიკური სპეკულაციების გარეშე მიიღოს. ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, ლარის კურსის ვარდნა მხოლოდ ქვეყნის შიდა ფაქტორებით არის განპირობებული, რადგან რეგიონში ეკონომიკური ვითარება დასტაბილურდა, ლარი კი კვლავ უფასურდება.

"ლარის გაუფასურების 16 წლიანი მაქსიმუმის მიღწევა მთავრობისა და ეროვნული ბანკისათვის კიდევ ერთი ნიშანია გამოსაფხიზლებლად. მთავრობა ბოლო კვირების განმავლობაში ინტენსიურად აღნიშნავს, რომ ეს არის ბოლო ნიშნული და ყველაფერი დასტაბილურდება, მაგრამ სინამდვილეში ამისათვის არაფერი კეთდება, მთავრობის მხრიდან გამოცხადებული გეგმიდან არცერთი ნაბიჯი არ გადადმგმულა, არც პრივატიზაციის კუთხიდან ჩანს რაიმე, არც ბიუჯეტის კორექტირების მიმართულებით. შეფასება, რომ ყველაფერი საგარეო ფაქტორების ბრალი იყო - არასწორია, ვინაიდან, ის რაც საგარეო ფაქტორებად იწოდებოდა უკვე აღარ მოქმედებს - რუსეთში და უკრაინაში ვალუტა გამყარდა, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, თურქეთში ეკონომიკური მდგომარეობა დასტაბილურდა, საქართველოშ კი ლარის კურსი კვლავ უფასურდება - რაც ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საგარეო ფაქტორების ბრალი არ ყოფილა. უნდათ, რომ საშინაო ფაქტორი ერთ მათემატიკურ ციფრამდე დაიყვანონ" - განაცხადა გოცირიძემ.

ექსპერტის განმარტებით, ლარის კურსის ვარდნა და ეკონომიკური სტაგნაცია ფუნდამენტური პრობლემებით არის გამოწვეული.

"ფინანსთა სამინისტრო ამობობს - ჩვენ უფრო ნაკლებს ვხარჯავთ ვიდრე ბიუჯეტში ფული შემოდის, ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ფულის მასა აბსოლუტურად ნორმალურ მდგომარეობაშია და მიდის თავიდან აცილების პოლიტიკა.

პრობლემა არის ფუნდამენტური, მთავრობას ჰგონია, რომ თუ მოგების გადასახადს გააუქმებს და ინვესტირებაში ჩადებულ მოგებას არ დაბეგრავს ამ ვითარებას ეშველება, თუმცა ეს ასე არ არის, სტაბილურობა დამოკიდებულია კომპლექსურ მოვლენათა ერთობლიობაზე, შესაძლოა უცნაურად ჟღერს, თუმცა ლარის სტაბილურობა დამოკიდებულია თბილისში ორმოების არსებობიდან დაწყებული, დამთავრებული მთავრობის მხრიდან ინვესტორების მიმართ გაკეთებული დამაფრთხობელი განცხადებებით. ეს თემა არის მრავალმხრივი და ამის მკურნალობა და გამოსწორება ერთ წუთში არ ხდება, თუ ამას ხელისუფლება არ გააცნობიერებს, უფრო ცუდ შედეგს მივიღებთ. საჭიროა ვითარების აწონ-დაწონა და პოლიტიკური სპეკულაციების გარეშე დასკვნების გამოტანა - თუ რა შეცდომები მოუვიდათ, რომ ამის მიხედვით იმოქმედონ.

ამ ეტაპისთვის, მე ვთვლი, რომ საჭიროა დაფიქრდნენ ბიუჯეტის კორექტირებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არაფერი შეიცვლება, ეროვნულ ბანკსაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. ჩემი აზრით, ეროვნულმა ბანკმა რაც შეეძლო - ის უკვე გააკეთა, ფულის მასა არის სრული კონტროლის ქვეშ. უნდა შეიცვალოს ძირეულად ეკონომიკური პოლიტიკა, რაც მთავრობის გასაკეთებელია"- ამბობს ექსპერტი.

რომან გოცირიძე ლარის კურსის დასტაბილურების შესახებ ფინანსთა მინისტრის პროგნოზსაც გამოეხმაურა:

"რაც შეეხება ხადურის პროგნოზს მდგომარეობის დასტაბილურებასთან დაკავშრებით, საჭიროა მოხდეს იმის განმარტება, თუ რითი აპირებს მთავრობა ამის გაკეთებას და რა კონკრეტული გეგმა არსებობს" - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ლარის გაცვლითი კურსის თემაზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, მთავრობის საფინანსო-ეკონომიკური გუნდის და ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მონაწილეობით, კიდევ ერთი საკომიტეტო მოსმენის გამართვას აპირებს.

რუსუდან ქიმერიძე






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42