ირაკლი კოვზანაძე სეულში სუვერენული ფონდების აზიის სამიტში მონაწილეობს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:07, 27 Apr, 2015     949


საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მიმდინარე სუვერენული ფონდების აზიის სამიტში მონაწილეობს. ირაკლი კოვზანაძე პოტენციურ პარტნიორებს გააცნობს ფონდის მუშაობის პრინციპებს, მიმდინარე და განხილვის პროცესში მყოფ პროექტებს და ისაუბრებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ.

„ეს არის მაღალი დონის სამიტი, სადაც დელეგატები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, ეცნობიან სხვადასხვა ბაზრის პერსპექტივებს და საფუძველს უყრიან მომავალ საერთო პროექტებს,“- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია ირაკლი კოვზანაძის შეხვედრა რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელთან, საპარტნიორო ფონდთან მომავალი თანამშრომლობისა და ფონდისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით.

სუვერენული ფონდების აზიის სამიტი (SWFI Institute Fund Summit Asia 2015), სეულში 27-28 აპრილს იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი დონის ბიზნეს ლიდერებს და ინსტიტუციურ ინვესტორებს მასპინძლობს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42