,,უძინართა მზის“ დათო მონასტრის კედლებში - რას ნანობს და რატომ იძია შური ყოფილმა მეუღლემ
საზოგადოება - 13:41, 26 Apr, 2015     60076
სად გაქრა და რატომ არ ჩანდა ქართული ფილმის ,,უძინართა მზის“ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი დათო კაზიშვილი. მასზე იმასაც ამბობდნენ, რომ საზღვარგარეთ ცხოვრობსო, ისიც დაიწერა - გარდაიცვალაო. რეალურად, დათო საქართველოშია და სვეტიცხოველში მსახურობს.

დათო კაზიშვილი ჟურნალ ,,გზასთან“ მისი ცხოვრების უცნობ დეტალებს ჰყვება:

(ამონარიდი ინტერვიუდან)

- დათო, ბოლო დროს შენზე ათასნაირი ჭორი გავრცელდა. როგორ ფიქრობ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

- არ ვიცი, რა გითხრა. ალბათ, ტელეეკრანზე რომ არ ვჩანვარ და არც პრესაში იბეჭდება ჩემი სტატიები, ხალხი ათას რამეს იგონებს.

- ბევრი ძებნის შემდეგ, მონასტერში გიპოვე. აქ როგორ და რა გზით მოხვედი?

- ცხოვრებამ მომიყვანა. ადამიანებთან ურთიერთობებმა გადამაწყვეტინა, ღმერთის გზაზე დავმდგარიყავი. მყავდა ოჯახი, რომელიც სამწუხაროდ, დაინგრა და ეს ჩემთვის ტრაგედია იყო, ძალზე დავითრგუნე. მერე გული ვეღარაფერს დავუდე და სამსახურიც მივატოვე, სმა დავიწყე. მოგვიანებით, მონასტერში წასვლა გადავწყვიტე. სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, მანამდე მონასტერს რამდენიმე დღით ვსტუმრობდი ხოლმე, შემდეგ კი ხანგრძლივად დავრჩი. თავდაპირველად, გელათში ჩავედი, იქიდან ლეჩხუმში გადავედი. ახლა კი თითქმის ერთი თვეა, სვეტიცხოველში ვარ. დაახლოებით წელიწადია, რაც მონასტერში ვცხოვრობ. მორჩილი ვარ. აქ ყველას ჩვენი ფუნქცია გვაქვს, მე მესანთლე ვარ ანუ სანთლებს ვქნი... ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა, ხალხის ჭორი სინამდვილედ იქცეოდა და ალბათ, მართლა მოვკვდებოდი. რა ვქნა, გამიჭირდა ოჯახის დანგრევასთან შეგუება. მონასტერმა სიკვდილს გადამარჩინა... ჩემთვის ძნელი აღმოჩნდა ბევრი რამის უგულებელყოფა. ახლა ის პროცესია, როცა უნდა გაირკვეს, საცხოვრებლად აქ დავრჩები თუ ძველ ყოფას დავუბრუნდები. საერო ცხოვრება დიდი ცდუნებაა, ათასი რაღაც მენატრება.

- არსებობს შანსი, რომ ცოლს შეურიგდე?

- ამის შანსი აღარ არსებობს! მან ოჯახის დანგრევით ძალიან მატკინა გული. ვეღარ ვეტყვი, - მიყვარხარ-მეთქი, რადგან ეს ტყუილი იქნება. მე მიყვარს გოგონა, რომელიც დაქორწინებამდე შემიყვარდა, მაგრამ ახლა ის ჩემთვის აღარ არსებობს... გვყავს 6 წლის თეკლა, რომელიც ჯერ პატარაა და ჩემს სანახავად ვერ მოდის. ამიტომ, მე მივდივარ მასთან და ვნახულობ... უფროსი ქალიშვილი მყავს - ნიკი, რომელიც მალე 15 წლის გახდება. ის დედასთან ერთად, ამერიკაში ცხოვრობს და სამწუხაროდ, მასთან კონტაქტი თითქმის არ მაქვს. ვიდრე პატარა იყო, დღე არ გავიდოდა, მასთან არ მივსულიყავი. ერთად კარგად ვერთობოდით. მერე დედამისმა ამერიკაში წაიყვანა. რომ დავურეკე, მითხრა, - ბავშვს აღარ დაექონტაქტო, აცადე, ახალ ცხოვრებას შეეგუოსო. მაშინ ნიკი 3 წლის იყო. დედამისი გათხოვდა და ბავშვი ახალ ოჯახს უნდა შეჩვეოდა. რა ვიცი, ალბათ ეს ილონას (ბავშვის დედა) მხრიდან ქალური შურისძიება იყო.

- რისთვის იძია შური?

- ალბათ, იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა არ შედგა.

- ხშირად, ადამიანი მონასტერში სინანულის გამო მიდის. შენ რას ნანობ ყველაზე მეტად?

- უჰ, იმდენ რამეს ვნანობ... მაგალითად, ჩემს საყვარელ ხალხს რომ ვერ გამოვადექი ისე, როგორც მინდოდა. სხვათა შორის, მეგობარმა მითხრა, - შენ პატარაობიდანვე ისე ცხოვრობდი, რომ გარშემო მყოფები იმედის თვალით შემოგყურებდნენ, მაგრამ მათ ეს იმედი გაუცრუეო. ჩემი მეგობარი მართალია! ვნანობ, რომ მამას ისე ვერ მოვეფერე და ვერ გავუფრთხილდი, როგორც იმსახურებდა, ახლა კი შეცდომის გამოსწორების შანსი აღარ მაქვს, რადგან გარდაცვლილია.

- რას იტყვი იმ ადამიანებზე, ვისთანაც ურთიერთობის გამოსწორების შანსი გაქვს?

- არსებობს ასეთი გამონათქვამი: უფრო მეტი ელაპარაკე უფალს შვილებზე, ვიდრე შვილებს - უფალზე. ჰოდა, მე სწორედ ასე ვიქცევი...

წყარო: ჟურნალი ,,გზა“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42