"აქ ითქვა, რომ ენერგო-პრო იყიდება, ეს იმას ნიშნავს რომ ენერგეტიკული ობიექტები უკვე წამგებიანია, თუ მას სახელმწიფო სუბსიდირებით არ დაეხმარა და ეს უკვე უაზრობაა, ნაცვლად იმისა, რომ ბიზნესმა სახელმწიფო შეინახოს, ბიუჯეტმა აქეთ უნდა მისცეს ფული... თან საუბარია ენერგეტიკაზე... ასევე დიდი ხანია ლარის დევალვაციის შემდეგ, ყას-ტრანს-გაზიც წამგებიანია. ეს საგანგაშო არის იმიტომაც, რომ თუ ეს სექტორი გახდა წამგებიანი, დაიწყება მასობრივი გაყიდვა. არც ერთი დასავლური ნორმალური კომპანია, როდესაც ტარიფი დგინდება არაობიექტურად, როდესაც უხეშად ერევა მთავრობა, რაც ვნახეთ ბოლო დღეებში, ამ პირობებში ბაზარზე არ შემოვა“ - განაცხადა გოცირიძემ.
გოცირიძის განამრტებით, ერთადერთი, ვინც იქნება მყიდველი, ეს იქნება რუსეთი. ,,ასე რომ, ამ საკითხს აქვს პოლიტიკური ხასიათიც," - აცხადებს გოცირიძე.
ექსპერტმა ენერგეტიკის მინისტრის კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას არაპუპულარული, მაგრამ აბსოლუტურად სწორი უწოდა.
,,აბსოლუტურად სწოლი იყო კახი კალაძე, მან არაპოპულარული განცხადებები გააკეთა, მაგრამ ეს იყო სწორი... მე არ მინდა მის სპორტულ წარსულზე საუბარი, მაგრამ სპორტსმენმა გაცილებით ჯანსაღი ეკონომიკური ხედვა გამოავლინა, ვიდრე ,,ხარისხების მქონე“ ეკონომისტებმა“ - აღნიშნა ექსპერტმა.
მასალის გამოყენების პირობები






